22-06-2021, 13:39
249

გინდათ წყევლად ჩამითვალეთ, გინდათ მუქარად, გინდათ ოცნებად - მალხაზ მაჩალიკაშვილი

გინდათ წყევლად ჩამითვალეთ, გინდათ მუქარად, გინდათ ოცნებად - მალხაზ მაჩალიკაშვილი

"უბრალოდ წყევლად ჩამითვლიან  ვიცი არაა კაცისგან მოსაწონი, არადა რა გინდა რომ ქნა, როცა ამ ნაძირალა,  მთელი სიბინძურით გაჟღენთილი სისტემის მანქანა დაგეჯახება ერთ ოჯახს იმის გამო, რომ ეს ოჯახი თავიანთ დაკრულზე ვერ აათამაშეს,"- წერს პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში და  როგორც თავად ამბობს, „ჯოჯოხეთს“ იხსენებს, რომლის გადატანაც მაჩალიკაშვილების ოჯახს მოუხდა.



„მოსყიდვა გამოირიცხა, დაშინება ვერ შეძლეს, მუქარა არ გაუვიდათ, ჟანტაჟიშანტაზე მომიწყვეს არ გაამართლა,  მოგზავნილი და შემოგზავნილი ქალების სასტუმროს თუ ნაქირავებ ბინებში დამონტაჟებული მოსასმენი აპარატების მისიამაც ვერ გაჭრა... ასე ვთქვათ სუსი და შსს ბიდლო ნაძირლები გაიშიფრნენ ფარული თვალთვალი და ტელეფონებზე მოსმენებზე საუბარი ხომ ზედმეტია... ბოლო დარტყმაც მომაყენეს ძმის შვილი ციხეში გამოკეტეს.  ვერც ამით დაასუსტეს თითქმის მთელი ხეობა დამისპირისპირეს ლოპოტას საქმის გამოყენებით ამანაც ამაოდ ჩაიარა.
ვისაც ცოტა სიტყვა ეთქმეოდათ ხეობაში ან მოისყიდეს ან დააშინეს
ათასი შავბნელი ჭორი და სიცრუე ამიგორეს პარტიებიდან ფინანსდებაო გამოჭერილი ჰყავთო ხეობაში ეს ხმები გაავრცელეს. ნასეტკები პირდაპირ ჯიბეში ჩამისვეს ასობით ბოტი და ტროლი აამოქმედეს მარტო ვახასგაშავების მიზნით ადვოკატი მოისყიდეს ერთ სიტყვით ჯოჯოხეთი მომიწყვეს. რისი გავლა მომიწია, ამის მარტივად და ადამიანური ენით ახსნა შეუძლებელია,“- წერს მაჩალიკაშვილი.

მისი თქმით, განსაკუთრებით მტკივნეული ოჯახის დანგრევის მცდელობა იყო, რაშიც ასევე ხელისუფლების წარმომადგენელთა ხელი ურევია. ამ ყველაფრის მიზეზი კი მაჩალიკაშვილის განცხადებით, მისი მხრიდან სისტემასთნ „შიშველი ხელებით“ დაპირისპირებაა.

„ეს ყველაფერი ეცოტავათ ოჯახის დანგრევის სტრატეგიაც კი გამოიმუშავეს ისევე იმ ნაძირალა მოშინაურებული პირუტყვების გამოყენებით. არადა ყველაზე ძნელი მტკივნეული ის არის, როცა ოჯახში შემოგიღწევენ და ამ გაუსაძლისი ტკივილთან ერთად გიწევს  განადგურებული გაუბედურებული ოჯახის დაცვა ათასი აგორებული ჭორებისგან  მძინარე  ვაჟის თავისივე საძინებელში შეცდომით მკვლელობის მერე რატომ?

 იმისთვის რომ მათი უსამართლობას შევებრძოლე შიშველი ხელებით და მთელმა სახელმწიფო სისტემამ ვერ დამიჩოქეს. აქ ერთი რაღაცაც დაემატა შინაურების თუ გარეულების ბოღმა და შური,  ამხელა ტკივილის და დარდის მერე ,რატომ ისევ ასე მყარად დგას ფეხეზეოესაც კი ვერ მოიწონეს,“- წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ფეისბუქ პოსტის ბოლოს მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილის ფოტოს აქვეყნებს და წყევლის ყველას, ვინც მასა და მის ოჯახს დაუპირისპირდა.

„აქ ამ ფოტოზე რაც ამ ორი ადამიანის გულში ამ წუთას ცეცხლიც ვარვარებს ეს ცეცხლი არ მოგაკლდეთ თქვენს შინაურებს და დიდს პატარას ყოველი ოჯახის წევრებს და მათაც ვინც ჩემზე რამენაირად იყვნენ დაინტერესებულები, მანამ სანამ მე პირადად არ მოგაგნებთ თითოეულს თქვენს ოჯახებში მძინარეებს. გინდათ წყევლად ჩამითვალეთ, გინდათ მუქარად, გინდათ ოცნებად,“- წერს მაჩალიკაშვილი.






მსგავსი სიახლეები