18-06-2021, 15:17
1 183

უნდა გაუუქმდეთ ლიცენზია და აეკრძალოთ ჟურნალისტობა - ამირან სალუქვაძე

უნდა გაუუქმდეთ ლიცენზია და აეკრძალოთ ჟურნალისტობა - ამირან სალუქვაძე

„მოდელირებული ტელევიზიები, მოდელირებული შოუები, მოდელირებული ჟურნალისტები... უნდა გაუუქმდეთ ლიცენზია და აეკრძალოთ ჟურნალისტობა,“- ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე პროკურატურის განცხადებას „ფარულ ჩანაწერებთან“ დაკავშირებით.


„უსმენთ ხომ?
არც ახლა მისცემთ ხომ სრულ ჩანაწერს?
ძალად გამოთხარეთ ეს გამოძიება, თორემ იდო მასალები არქივში და იდებოდა საუკუნეები. მონტაჟის 170 ადგილი...
21 ადგილას სხვა პირთა ხმები...
ესაა თქვენი ცრუპენტევეები და ცრუპენშოუები.
მოდელირებული ტელევიზიები, მოდელირებული შოუები, მოდელირებული ჟურნალისტები...
უნდა გაუუქმდეთ ლიცენზია და აეკრძალოთ ჟურნალისტობა.
პასუხი ვის მოეთხოვება?
ისე, იხსენებთ ხომ იმ ტოტალური მოსმენების დროს, "ტელეფონზე ვერ გეტყვიო", გავრცელებული ფრაზა რომ იყო,“- წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.


ცნობისათვის, პროკურატურამ 2021 წლის 6 მარტს, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა.
"გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს "ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული აუდიო ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია,"-ნათქვამია განცხადებაში.




მსგავსი სიახლეები