18-06-2021, 13:58
247

რა არის ეს პრაიდი, რაღაც ფლეშმობია, დემონსტრაცია, არ ვიცი უბრალოდ - სერგეენკო

რა არის ეს პრაიდი, რაღაც ფლეშმობია, დემონსტრაცია, არ ვიცი უბრალოდ - სერგეენკო

“პრაიდი რომ მკითხოთ ეხლა, ვერც განგიმარტავთ რა არის ეს პრაიდი,”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრი დავით სერგეენკო აცხადებს. მისი თქმით, არავინ არ უშლის იმის გაკეთებას რისთვისაც მოწოდებულები არიან ეს ხალხი, თუმცა საზოგადოების სხვა ნაწილსაც უნდა შეეკითხონ რათა კონფრონტაცია არ მოხდეს.


პრაიდი რომ მკითხოთ ეხლა, ვერც განგიმარტავთ რა არის ეს პრაიდი, რაღაც ფლეშმობია, დემონსტრაცია, არ ვიცი უბრალოდ. რთული სათქმელია რა, უფლებების შეზღუდვა არ მგონია იყოს, არავინ არ უშლის იმის გაკეთებას რისთვისაც მონდომებულები და მოწოდებულები არიან ეს ხალხი. რაც შეეხება უფრო ხმამაღალ გამოხატვას, არ ვიცი, საზოგადოების სხვა ნაწილსაც უნდა შეეკითხონ ალბათ და მაინც და მაინც კონფრონტაციაზე არ უნდა წავიდნენ", - თქვა დავით სერგეენკომ. ცნობისათვის"გამოდი სოლიდარობისთვის" - თბილისი პრაიდის ორგანიზებით დედაქალაქში 5 ივლისს "ღირსების მარში" გაიმართება 




მსგავსი სიახლეები