11-06-2021, 01:41
163

"NATO-ს სამიტზე სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს საკითხსაც განიხილავენ" - დავით ზალკანიანი

"NATO-ს სამიტზე სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს საკითხსაც განიხილავენ" - დავით ზალკანიანი

დარწმუნებული ვარ, დეკლარაციაში ასახული იქნება შესაბამისი შეფასება. ასევე, იქნება მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ მან მტკიცედ დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები


"NATO-ს სამიტზე სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს საკითხსაც განიხილავენ," - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკანიანმა განაცხადა. 

მინისტრის განმარტებით, ნატო-ს სამიტზე ყურადღება გამახვილდება იმ პრობლემებზე, რაც დაკავშირებულია ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციასთან.

"დარწმუნებული ვარ, დეკლარაციაში ასახული იქნება შესაბამისი შეფასება. ასევე, იქნება მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ მან მტკიცედ დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და ის აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, რაც დაკავშირებულია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან".- აცხადებს მინისტრი. 

ამასტან, ზალკალიანის განცხადებით, დეკლარაციაში ასახული იქნება ის პროგრესიც, რომელიც საქართველოს აქვს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს არის განსხვავებული ფორმატის სამიტი, არც ერთი პარტნიორი წევრი ქვეყანა არ არის მიპატიჟებული, რადგან ეს გახლავთ მოსამზადებელი სამიტი შემდგომი, 2022 წლის სამიტისა. ჩვენ მაქსიმუმ შედეგს დავდებთ და ამას საზოგადოება იხილავს, როცა გამოქვეყნდება ნატო-ს სამიტზე მიღებული დეკლარაციები და განცხადებები".- ამბობს ზალკანიანი.