11-06-2021, 01:35
228

"მელია სუსტი, ნომინალური ლიდერია, არაა ამბიციური და არც "პოლიტიკური ცხოველია" - აბაშიძე

"მელია სუსტი, ნომინალური ლიდერია, არაა ამბიციური და არც "პოლიტიკური ცხოველია" - აბაშიძე

ნაციონალური მოძრაობა" რომ რაციონალური პოლიტიკური პარტია იყოს და არა ბელადის ახირებებზე ორიენტირებული დესტრუქციული სექტა, ამგვარი განცხადების რაციონალური ახსნა იქნებოდა შემდეგი


ანალიტიკოსი გია აბაშიძე "ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარის, ნიკა მელიას იმ განცხადებას ეხმიანება, რომელიც მან გადაცემა "რეაქციაში" თბილისის მერობასთან დაკავშირებით გაკეთა.

აბაშიძე მელიას განცხადების შეფასებისას წერს, რომ ის პარტიის სუსტი, ნომინალური ლიდერია, რომელსაც ამბიციები არ აქვს და ის არც "პოლიტიკური ცხოველია."

"არაფერში მჭირდება თბილისის მერობა, სხვა ამოცანები შეიძლება მქონდეს პოლიტიკაში" - ნიკანორ მელია. 10.06.2021. "ტვ პირველი". 

"ნაციონალური მოძრაობა" რომ რაციონალური პოლიტიკური პარტია იყოს და არა ბელადის ახირებებზე ორიენტირებული დესტრუქციული სექტა, ამგვარი განცხადების რაციონალური ახსნა იქნებოდა შემდეგი: 

- მელია არის პარტიის სუსტი, ნომინალური ლიდერი. არაა ამბიციური, არც "პოლიტიკური ცხოველია", მინიშნებითაც კი ვერ ასახელებს პარტიიდან სხვა ალტერნატიულ ლიდერს მერობის კანდიდატად და აქვს დედაქალაქის მერის არჩევნებში მონაწილეობის შიში. 

- ასეთ პირობებში, პარტიას არ აქვს წარმატების რესურსი და საჭიროა მისი "ლიდერშიპის" სრული გადახალისება და რებრენდინგი.

თუმცა, რეალობა ისაა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, მომართულია მხოლოდ მავნებლობაზე და მას არაფრად ადარდებს არც ჯანსაღი პოლიტიკური ბრძოლა და არც ამომრჩეველი," - წერს ანალიტიკოსი.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარემ, ნიკა მელიამ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, - "არაფერში მჭირდება თბილისის მერობა."