11-06-2021, 00:48
248

"ეს გუგავასიანირი ზნედაცემული ადამიანის გათვალისწინებითაც ყველანაირ ზღვარს გადასვლაა!" - ელისაშვილი გუგავას პასუხობს

"ეს გუგავასიანირი ზნედაცემული ადამიანის გათვალისწინებითაც ყველანაირ ზღვარს გადასვლაა!" - ელისაშვილი გუგავას პასუხობს

ისეთი კომიკური პერსონაჟისთვის როგორიც გუგავაა არასოდეს არაფერზე მიპასუხია. რაც არ უნდა ეთქვა ჩემზე უბრალოდ მეღიმებოდა ხოლმე სულ


"მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში "ლეიბორისტული პარტიის" წევრს, გიორგი გუგავას პასუხობს. 

როგორც ელისაშვილი წერს, გუგავამ არა მარტო მას, არამედ მის მშობლებსაც მიაყენა შეურაცხყოფა.

"ისეთი კომიკური პერსონაჟისთვის როგორიც გუგავაა არასოდეს არაფერზე მიპასუხია. რაც არ უნდა ეთქვა ჩემზე უბრალოდ მეღიმებოდა ხოლმე სულ. მაგრამ დღეს რაც იკადრა და რა სიტყვებიც თქვა ეს გუგავასიანირი ზნედაცემული ადამიანის გათვალისწინებითაც ყველანაირ ზღვარს გადასვლაა! ამით არა უბრალოდ მე მომაყენა შეურაცხყოფა არამედ ჩემ მშობლებსაც!!! ეს კიდევ არასოდეს არავისთვის მიპატიებია და არასოდეს არავის ვაპატიებ!" - წერს ალეკო ელისაშვილი.

ცნობისთვის, "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა, გიორგი გუგავამ "ტვ პირველის" გადაცემა "პირველ ხაზში" "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელიასშვილზე საუბრისა განაცხადა, რომ - "აი, წარბსაც არ შეიხრის კაცი ისე იკადრებს უკადრებელს."  

ამავე თემაზე იხილეთ.