11-06-2021, 00:18
9 998

(ვიდეო) "გაიქცა ხომ ეგ კურდღელი, კინტო ეგ..." - გუგავა ალეკო ელისაშვილს

(ვიდეო) "გაიქცა ხომ ეგ კურდღელი, კინტო ეგ..." - გუგავა ალეკო ელისაშვილს



"თქვა დაფინანსებას არ ვიღებ ბიუჯეტიდანო და დღეს კანონი მიიღეს, რომლის მიხედვითაც ჩვენ საქმინობა აგვიკრძალეს, ხოლო ალეკო ელისაშვილსა და "გირჩს", ასე რომ აქებდა იმ ნარკომანების პარტიას ძველი დაფინანსება აღუდგინეს," - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა, გიორგი გუგავამ "ტვ პირველის" გადაცემა "პირველ ხაზში" "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელიასშვილზე საუბრისა განაცხადა. 

გუგავამ ელისაშვილზე საუბრისას თქვა, რომ - "აი, წარბსაც არ შეიხრის კაცი ისე იკადრებს უკადრებელს."

"გაიქცა ხომ ეგ კურდღელი, ეგ კინტო ეგ... ე.ი. ამ პოლიტიკის გადამკიდე როგორ ოხერს არ შევხვედრივარ ამ ცხოვრებაში, მაგრამ ესეთი, უსინდისო, ესეთი გარეწარი, ესეთი მოღალატე არ შემხვედრია. აი, წარბსაც არ შეიხრის კაცი ისე იკადრებს უკადრებელს. მარტივად გეტყვით ახლა რაც ეთერში ილაპარაკა, რამდენი ტყუილი დაახეთქა. ეს ფულზე დახამებული კინტო! ხომ თქვა დაფინანსებას არ ვიღებ ბიუჯეტიდანო დღეს კანონი მიიღეს, რომლის მიხედვითაც ჩვენ საქმინობა აგვიკრძალეს, ხოლო ალეკო ელისაშვილსა და "გირჩს", ასე რომ აქებდა იმ ნარკომანების პარტიას ძველი დაფინანსება აღუდგინეს და მთლიანად მისცემენ ამ ფულს.

ამის გარდა ბატონი ელისაშვილი ფინანსდებოდა მინისტრობისას. კორუმპირებული მინისტრი, რომ იყო. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ამავე დროს ის წარმოადგენს სუსის აგენტს. წინა ხელისუფელბის დროს ის სუსის აგენტი იყო და მისი ჩვენებით დაიჭირეს შვიდი უდანაშაულო ბიჭი, რომლებიც ციხეში სრულიად უდანაშაულოდ იყვნენ. ამის შედეგ კი ოპოზიციაში გამოუშვეს ასეთი სიბინძურები, რომ ეფრქვია," - განაცხადა გუგავამ.

ამავე თემაზე იხილეთ

იხ: ვიდეო: