10-06-2021, 23:27
204

(ვიდეო) "გიორგი გახარია სრულად იტყუება..." - ხაზარაძე ე.წ. მუქარის შემცველ წერილზე

(ვიდეო) "გიორგი გახარია სრულად იტყუება..." - ხაზარაძე ე.წ. მუქარის შემცველ წერილზე

ეს კაცი [გახარია] სრულად იტყუება. ბატონ შოთაძეს ეყო გამბედაობა და პარლამნეტში თქვა კიდეც, რომ იმ შეხვედრას ესწრებოდა. ჩემი მხრიდან კიდევ ერთხელ გავიმეორებ


"ლელო საქართველოსთვის" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გადაცემა "რეაქციაში" გიორგი გახარიას მხრიდან ბადრი ჯაფარიძისთვის ე.წ. მუქარის შემცველი წერილი პირადად გადასცემის საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერი იტყუება.

ხაზარაძემ აღნიშნულ გადაცემაში გენერალურ პროკურორს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.

"ეს კაცი [გახარია] სრულად იტყუება. ბატონ შოთაძეს ეყო გამბედაობა და პარლამნეტში თქვა კიდეც, რომ იმ შეხვედრას ესწრებოდა. ჩემი მხრიდან კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არა მისი, როგორც იურისტის ჩარევა იმ ე.წ. ბიძინა ივანიშვილის საქმის გარჩევაში როგორ დამთავრდებოდა ეს თემა კაცმა არ იცის. მინდა მას, როგორც გენერალურ პროკურორს ცალკე მივმართო და ეს საქმე მოიკითხოს, დაიბაროს ყველა ის ადამიანი იმიტომ, რომ აქ ორი საკთხი დგას, ან ჩვენ ვდებთ ბრალს და ცილს ვწამებთ ბატონ გახარიას, ხო შეიძლება ასე იყოს არაა... არ მინდა ეს ყველაფერი დაემსგავსოს ჭორაობას. მინდა, რომ ამ ქვეყანაში, რაღაც სისტემური გარღვევა მოვახდინოთ. სისტემური გარღვევა მოხდება მაშინ, როდესაც ერთი საქმე იქნება ბოლომდე მიყვანილი," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

იხ: ვიდეო:



ინფორმაციისთვის, თიბისი ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, 2019 წლის 4 მარტს პარლამენტში თქვა, რომ შს მინისტრის, გიორგი გახარიასგან, შუამავლის ხელით წერილი მიიღო. გახარია ხაზარაძეს ემუქრებოდა, თუ კონკრეტულ დავალებებს არ შეასრულებდა, თიბისი ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა. 

ხაზარაძის განცხადებას წინ  პროკურატურის ბანკში შესვლა და ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ 10 წლის წინანდელ, 2007-2008 წლის ტრანზაქციებზე გამოძიების დაწყება უძღოდა. ამის გამო თიბისი ბანკმა ლონდონის ბირჟაზე რამდენიმე მილიონი დოლარით იზარალა. 
გამოძიების დაწყების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. მათ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭო 21 თებერვალს დატოვეს.

პარტია "ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის მიერ, 4 ივნისს გაკეთებული განცხადების მიხედვით, 2018 წელს მუქარის წერილი მას პირადად გიორგი გახარიამ გადასცა.