10-06-2021, 17:15
284

პარლმენტი განიხილავს კანონპროექტს ლეიბორისტული პარტიის აკრძალვაზე - შალვა ნათელაშვილი

პარლმენტი განიხილავს კანონპროექტს ლეიბორისტული პარტიის აკრძალვაზე - შალვა ნათელაშვილი

„პარლმენტი განიხილავს კანონპროექტს ლეიბორისტული პარტიის აკრძალვაზე,“- ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის მიერ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონპროექტის განხილვას.

ნათელაშვილი აღნიშნავს, რომ კანონპროექტი სპეციალურად ლეიბორისტული პარტიის დასასჯლადაა მიმართული. "სახეზეა არნახული, ბოროტებით აღსავსე დიქტატურა, რომელიც ებრძვის საქართველოს მომავალს. ამ ეტაპზე ეს კანონპროექტი ლეიბორისტული პარტიის დასაჯელადაა მიმართული, მაგრამ ხვალ საქართველოს მომავლის წინააღმდეგ გადაგმული ნაბიჯია,“ - წერს ლეიბორისტების ლიდერი.

პარლამენტი “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით  განიხილავს. პროექტი მეორე მოსმენით განხილვისთვის შემდეგი ფორმით არის წარდგენილი: - პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანების მიღების უფლებას კარგავს, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობა, მის მიერ მიღებული მანდატების ნახევრამდე მაინც შემცირდება. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება  მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან შეუწყდება .

მსგავსი სიახლეები