9-06-2021, 13:49
1 313

დროა მოვრჩეთ ფიზიკური ძალისადმი ზედმეტ, მონურ თაყვანისცემას - შალვა ნათელაშვილი

დროა მოვრჩეთ ფიზიკური ძალისადმი ზედმეტ, მონურ თაყვანისცემას - შალვა ნათელაშვილი

ყველა დროის ყველაზე წარმატებული ძიუდოისტის, ლაშა შავდათუაშვილის მსოფლიო ჩემპიონობას, ორიგინალურად გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი.


ყველა დროის ყველაზე წარმატებული ძიუდოისტის, ლაშა შავდათუაშვილის მსოფლიო ჩემპიონობას, ორიგინალურად გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

„რა თქმა უნდა ვულოცავ შავდათუაშვილს ჩემპიონობას და აქვე იმედს გამოვთქვამ, რომ ის არ შეემატება სქელკუნთა, ხისთავიან სპორტსმენ-ზონდერ პოლიტიკოსთა რიგებს და საკუთარ ხალხს არ დაუწყებს ჩაგვრას საარჩევნო პროცესების დროს მათ შორის,“- წერს ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

მილოცვის შემდეგ ნათელაშვილი ახალი იდეით გამოდის და აღნიშნავს, რომ დროა შეწყდეს  ფიზიკური ძალისადმი „მონური თაყვანისცემა.“
„ისე დროა მოვრჩეთ ფიზიკური ძალისადმი ზედმეტ, მონურ თაყვანისცემას და თავი დავუხაროთ,ზნეობრივი, ჰუმანური ,პატრიოტული სულის ადამიანებს რომლებიც საბედნიეროდ მრავლად შემოგვრჩნენ,“- მოუწოდებს შალვა ნათელაშვილი საზოგადოებას.

შეგახესენებთ, ბუდაპეშტში, ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დღე საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. მამაკაცთა შორის, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.




მსგავსი სიახლეები