4-06-2021, 19:22
2 172

"არ არის გამორიცხული, რომ „ქართული ოცნება“ და ბადრი ჯაფარიძე ტანდემში მოქმედებდნენ" - მეზვირიშვილი

"არ არის გამორიცხული, რომ „ქართული ოცნება“ და ბადრი ჯაფარიძე ტანდემში მოქმედებდნენ" - მეზვირიშვილი

ეს ადამიანები ძალიან დიდი ხანია გამოძიების გაჭიანურებაზე ლაპარაკობენ, სამი წელი გავიდა, თუ არ ვცდები, ამ წერილის საქმიდან. თუმცა, გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები რომ იქ არ არის ეს, ექსპერტიზით დასტურდება


პარტია "საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვირიშვილი "პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის ნიუსრუმში" პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თითქოსდა გიორგი გახარიას მიერ მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილი წერილის შუამავლი ის არის.

მეზვირიშვილი მიიჩნევს, რომ ბადრი ჯაფირიძეს ეს განცხადება „წამოსცდა“ და მან ამით უხერხულ მდგომარეობაში საკუთარი თანაგუნდელი მამუკა ხაზარაძე ჩააყენა. 

"ეს ადამიანები ძალიან დიდი ხანია გამოძიების გაჭიანურებაზე ლაპარაკობენ, სამი წელი გავიდა, თუ არ ვცდები, ამ წერილის საქმიდან. თუმცა, გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები რომ იქ არ არის ეს, ექსპერტიზით დასტურდება. რა გააკეთა ბარდი ჯაფარიძემ გუშინწინ? სამი წლის წინ ეს ადამიანები შუამავალს არ ასახელებდნენ. მამუკა ხაზარაძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხა და იქ თქვა, რომ შუამავალს არ დაასახელებდა. მაშინ ბადრი ჯაფარიძემ ეს პირდაპირ ეთერშიც თქვა, რომ შუამავალი არ იყო და განაცხადა, რომ საერთოდ არასერიოზული იყო ამაზე საუბარი. დღეს, სამი წლის თავზე, ბადრი ჯაფარიძე გვეუბნება, რომ თურმე ის იყო შუამავალი, რომელმაც ეს წერილი ადრესატამდე მიიტანა.

როდის ცრუობდა ბადრი ჯაფარიძე, მაშინ თუ ახლა და რატომ დუმდა 3 წელი, როცა ხელისუფლებას გაჭიანურებაში ადანაშულებდა? არასერიოზულია ეს ყველაფერი და უფრო მეტსაც ვიტყვი, მე მგონია, რომ წამოსცდა, იმიტომ, რომ სერიოზულად, ადვოკატთან კონსულტაცია რომ გაევლო, მას ეს არ წამოსცდებოდა. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა მისი პარტის წევრი და ლიდერი, რომელმაც აბსოლუტურად განსხვავებული ჩვენება მისცა მაგისტრ მოსამართლეს. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება და ამ არასერიოზულ განცხადებას სერიოზულად მიიჩნევს, რა თქმა უნდა, შესაბამისი ორგანოების გადასაწყვეტია, როგორ იმოქმედებენ. 

გიორგი გახარიას საგამოძიებო ორგანოებში მისვლის პრობლემა არასდროს ჰქონია და არც ახლა ექნება. მაგრამ რატომღაც, „ქართული ოცნების“ ბოლო დღეების უკიდურესად აგრესიული კამპანია, უკიდურესად აგრესიული ნაბიჯები და თავდასხმები პარტიაზე „საქართველოსთვის“და ბადრი ჯაფარიძის ეს განცხადება, მგონია რომ კავშირშია.

რა საკვირველია არ არის გამორიცხული, რომ "ქართული ოცნება" და ბადრი ჯაფარიძე ტანდემში მოქმედებდნენ თუ გავითვალისწინებთ იმას, რამდენ ცილისწამებას ჰქონდა ადგილი ბოლო დღეების განმავლობაში,"- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შგახსენებთი, "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" დაადასტურა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მას ე.წ. მუქარის შემცველი წერილი პირადად გადასცა.




მსგავსი სიახლეები