28-05-2021, 11:40
1 293

ეს ქართული პროექტია და დიახ, ეს ჰესი აშენდება - მერაბ ლომინაძე

ეს ქართული პროექტია და დიახ, ეს ჰესი აშენდება - მერაბ ლომინაძე

კომპანია "ენკას" დირექტორის, მერაბ ლომინაძის განცხადებით, აქციის მონაწილეების მოთხოვნის მიუხედავად, რიონის ხეობაში მშენებლობა გაგრძელდება.

როგორც ლომინაძე აცხადებს, კომპანიამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სამუშაოები მინიმუმამდე დაიყვანა, რათა ესკალაცია თავიდან აერიდებინა.

მისივე თქმით, "ნამახვანჰესი" ქართული პროექტია და ეს ჰესი ქართველი ხალხისთვის აშენდება.

"ეს ჰესი არის საწინადრი ქართული ენერგოდამოუკიდებლობის, ეს არის ქართული პროექტი. დიახ, ეს ჰესი აშენდება, ეს ჰესი აშენდება ქართველი ხალხისთვის, ამ ქვეყნისთვის და მოუტანს არაერთ სიკეთეს ჩვენ მოსახლეობას",- განაცხადა  მერაბ ლომინაძემ. 

ცნობისთვის, გუშინ, 27 მაისს სოფელ გუმათში, სადაც "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები რკინის ბარიკადებს ხელებს უბრახუნებდნენ, ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აქციის მონაწილეები ბარიკადების მეორე მხარეს გადასვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. შსს-ის ცნობით, დაპირისპირების დროს 8 ადამიანია დაკავებული.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისში ოთხდრიანი პროტესტის შემდეგ რიონის ხეობაში დაბრუნდნენ. ისინი აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აპროტესტებდნენ. ამ დროისთვის "რიონის მცველები" სოფელ გუმათის შესასვლელთან დგანან, სადაც განლაგებულია ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას" ერთ-ერთი საწყობი. 

რიონის ხეობის მცველება კომპანია "ენკასთან" გზა ორ ლოკაციაზე გადაკეტეს - სოფელ ტვიშსა და გუმათში. სოფელ გუმათში საპოლიციო ძალებია მობილიზებული. პოლიციას გუმათის შესასვლელთან რკინის ბარიკადები აქვს აღმართული. პოლიციას სოფელ ნამახვანისკენ მიმავალი საავტომობილო გზა რკინის ჯებირებით აქვს გადაკეტილი და საავტომობილო მოძრაობა კვლავ აკრძალულია.




მსგავსი სიახლეები