24-05-2021, 21:30
9 614

ისე, ნაცებსაც კი არ უკადრებიათ 26 მაისის ჩაშლა. სირცხვილია!! - ირაკლი ლატარია

ისე, ნაცებსაც კი არ უკადრებიათ 26 მაისის ჩაშლა. სირცხვილია!! - ირაკლი ლატარია

26 მაისის საწინააღმდეგო აქციას მართავთ? არ ვიცი ამ ყველაფერს რა შეიძლება ვუწოდო და ვინც აღნიშნულს ამართლებთ, დავიჯერო საქართველო და მისი მომავალი გადარდებთ?
7 ნოემბერსა და 20 ივნისს, რომ ერთმანეთთან აკავშირებენ ეს არ ეყო მავანს და ახლა გადაწყვიტეს 26 მაისის დაძაბულობის ინსცენირება?-
ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია რიონის ხეობის მცველის ვარლამ გოლეთიანის განცხადებას, რომლის თანახმად გოლეთიანი საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს არა აღლუმზე, არამედ ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. 
მისი თქმით, ვინც მსგავს მოწოდებას ამართლებს, მას საქართველოს მომავალი არ ადარდებს.
,,პატრიოტიზმით შეფუთული დესტაბილიზაცია"
გავიგეთ, რომ ებრძვიან ინვესტიციებს. გავიგეთ, რომ ებრძვიან ჰესების მშენებლობას. გავიგეთ, რომ ებრძვიან კერძო საკუთრებაში მყოფი მიწის გასხვისებას. გავიგე, რომ ებრძვიან ქვეყნის შემოსავლებს. ეს ყველაფერი გავიგე და არც არასოდეს შევხებივარ გოლეთიანის აქციას მკაცრი მითითებებით, რადგან ნებისმიერი პროტესტი არის პროტესტი და კი ბატონო, საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ კონკრეტულ ქმედებებს, მაგრამ ვერ გავიგე და ვერც ვერასოდეს გავიგებ, რას ნიშნავს 26 მაისის და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილი ღონისძიების ჩაშლის მცდელობა?
7 ნოემბერსა და 20 ივნისს, რომ ერთმანეთთან აკავშირებენ ეს არ ეყო მავანს და ახლა გადაწყვიტეს 26 მაისის დაძაბულობის ინსცენირება?
პარალიზებაო და შეასრულეს, კი ბატონო თბილისი პარალიზებულია და სიტყვა არ დამიძრავს, რადგან მაინც იქით მივდივარ რომ პროტესტია და ყველას აქვს ამის უფლება, მაგრამ უკვე გადავიდნენ მასშტაბურ პროვოკაციებზე? მიპასუხეთ გთხოვთ, იმ ადამიანებმა მიპასუხეთ ვინც დღევანდელი აქციის შემფასებლები და ამავე დროს მხარდამჭერები ხართ:
26 მაისს, რომ აღლუმზე კი არა თურმე აქციაზე უნდა მიხვიდე, ამას რა ქვია? მიპასუხეთ, ეს რას ნიშნავს?
26 მაისის საწინააღმდეგო აქციას მართავთ? არ ვიცი ამ ყველაფერს რა შეიძლება ვუწოდო და ვინც აღნიშნულს ამართლებთ, დავიჯერო საქართველო და მისი მომავალი გადარდებთ?
პს: ისე, ნაცებსაც კი არ უკადრებიათ 26 მაისის ჩაშლა. სირცხვილია!!!" - წერს ირაკლი ლატარია. 




მსგავსი სიახლეები