9-05-2021, 17:35
575

დავიმშვიდოთ ახლა ნერვები, წინ დიდი გამარჯვებისკენ - გიორგი ვაშაძე

დავიმშვიდოთ ახლა ნერვები, წინ დიდი გამარჯვებისკენ - გიორგი ვაშაძე

„პირველ რიგში, მადლობა ევროპას, მადლობა შარლ მიშელს, მადლობა შეთანხმებას, მადლობა ყველა ხელმომწერს, ვინც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებაზე. იმედი მაქვს, რომ დავასრულებთ კინკლაობას ამ საკითხთან დაკავშირებით, ცუდი იყო, თუ კარგი იყო. ეს არის ქვეყნისთვის ძალიან კარგი" -  განაცხადა  გიორგი ვაშაძემ.


"რამდენიმე საათში ალბათ უკვე, ძალიან ცოტა დრო დარჩა, ნიკა მელია იქნება თავისუფალი და ეს არის კიდევ ერთი მონაპოვარი შარლ მიშელის ევროპული შეთანხმების. მადლობა ყველა მონაწილე მხარეს და დავიმშვიდოთ ახლა ნერვები, წინ დიდი გამარჯვებისკენ“, - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა გირგი ვაშაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას. 

„პირველ რიგში, მადლობა ევროპას, მადლობა შარლ მიშელს, მადლობა შეთანხმებას, მადლობა ყველა ხელმომწერს, ვინც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებაზე. იმედი მაქვს, რომ დავასრულებთ კინკლაობას ამ საკითხთან დაკავშირებით, ცუდი იყო, თუ კარგი იყო. ეს არის ქვეყნისთვის ძალიან კარგი" -  განაცხადა  გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართა.  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია. 
მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს.