8-05-2021, 20:16
4 159

შემდეგში ხაზარაძის დაჭერას დაელოდეთ - თამარ ჩერგოლეიშვილი

შემდეგში ხაზარაძის დაჭერას დაელოდეთ - თამარ ჩერგოლეიშვილი

ხო გვეგონა ბიძინა სულელი, მელია რომ დაიჭირა? 
მაგრამ ვაღიაროთ, რომ ჩვენი ოპოზიციონერების სუსტ ნებისყოფას ჩვენზე კარგად აცნობიერებს და ზუსტად იცოდა, რომ მელიაში უზურპირებული ძალაუფლების ლეგიტიმაციას გაცვლიდა. 


"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 
"ხო გვეგონა ბიძინა სულელი, მელია რომ დაიჭირა? 
მაგრამ ვაღიაროთ, რომ ჩვენი ოპოზიციონერების სუსტ ნებისყოფას ჩვენზე კარგად აცნობიერებს და ზუსტად იცოდა, რომ მელიაში უზურპირებული ძალაუფლების ლეგიტიმაციას გაცვლიდა. 
ასე რომ, შემდეგში ხაზარაძის დაჭერას დაელოდეთ. 
გაცვლის ვაშაძე რამეში - მაგალითად შემოწირულობის ჭერს გაუზრდიან 60 დან 80 ათასამდე და მორიგ გამარჯვებად გამოაცხადებს.
p. s. ხელმომწერი, სუსტი ნებისყოფის ოპოზიცია როცა აწუწუნდება, გაითვალისწინოს, რომ ეს წესი  თავად დანერგა. - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში. 
ცნობისათვის, დღეს ევროკავშირის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ "ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის", ნიკა მელიას სასარგებლოდ გირაო 40000 ლარი გადაიხადა. ფონდმა გირაოს თანხა საქართველოს ბიუჯეტს არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დახმარებით გადასცა.


მსგავსი სიახლეები