8-05-2021, 19:26
660

ნიკა მელია, გელოდებით – გიორგი რურუა

ნიკა მელია, გელოდებით – გიორგი რურუა

უახლესი ისტორიდაან რეიგანი-გორბაჩოვის შეთანხმება მახსნდება, ოდესაც საბჭოთა კავშირის ლაგერებიდან 100 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს, შეთანხმების შემდეგ.


„მთავარი არხის” დამფუძნებელი, გიორგი რურუა სოციალურ ქსელში, ევროკავშირის მიერ “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას გირაოს გადახდის საკითხს ეხმაურება:
 
“უახლესი ისტორიდაან რეიგანი-გორბაჩოვის შეთანხმება მახსნდება, ოდესაც საბჭოთა კავშირის ლაგერებიდან 100 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს, შეთანხმების შემდეგ.????????
დიდი მადლობა ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, ბატონ კარლ ჰარცელს.
ასეთი სახის უპრეცენდენტო დახმარება არ მახსენდება.
ნიკა მელია, გელოდებით”, – წერს რურუა ფეისბუქზე.
ცნობისათვის, დღეს ევროკავშირის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ "ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის", ნიკა მელიას სასარგებლოდ გირაო 40000 ლარი გადაიხადა. ფონდმა გირაოს თანხა საქართველოს ბიუჯეტს არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დახმარებით გადასცა.