4-05-2021, 14:34
174

მე, უბრალოდ, გასაგიჟებელი მხარდაჭერა მაქვს - მიხეილ სააკაშვილი

მე, უბრალოდ, გასაგიჟებელი მხარდაჭერა მაქვს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას საქართველოში გასაგიჟებელი მხარდაჭერა აქვს და ხელისუფლება ამ წელს აუცილებლად შეიცვლება. ამის შესახებ სააკაშვილმა "დოიჩედ ველეს" რუსულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა, 

სააკაშვილი აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნების შედეგები გააყალბა, თუმცა ევროპელი პარტნიორების ჩარევის შემდეგ, მან ძალაუფლება შეინარჩუნა. 

“ვფიქრობ, რომ საქართველოში ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ძალაუფლების ცვლილება ამ წელში. მათ მოიპარეს არჩევნები, მაგრამ მერე ჩაერივნენ ევროპელები. მიღებულია შეთანხმება, რომელიც შორს არის სრულყოფილებისგან, მაგრამ რომელიც გახსნის რეფერენდუმის საკითხს, პრაქტიკულად, ამ წლის შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისა. ამიტომ პირადად მე და ჩემი პოლიტიკური ძალა მოვემზადებით. ჩვენ ბოლომდე მივალთ და მათ არ მივცემთ უფლებას, გაანადგურონ ქვეყანა.

ქართველი ხალხი საკმარისად მობილიზებულია და მე, უბრალოდ, გასაგიჟებელი მხარდაჭერა მაქვს”, - განაცხადა სააკაშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა მზად, ხელისუფლება, შესაძლოა, ისევე მოექცეს, როგორც რუსეთი ნავალნის მოექცა, სააკაშვილმა უპასუხა, რომ მზად არის, თუმცა, ნავალნის არ აქვს ისეთი მხარადჭრა, როგორც მას საქართველოში.