4-05-2021, 14:36
292

„გიჟური“ კარგად მეტყველებს მის ფსიქიკურ განწყობაზეც და ამ თემაზე აღარ გავაგრძელებ“ - სოზარ სუბარი

„გიჟური“ კარგად მეტყველებს მის ფსიქიკურ განწყობაზეც და ამ თემაზე აღარ გავაგრძელებ“ -  სოზარ სუბარი

"მიხეილ სააკაშვილი აგებს ყველა არჩევნებს და ქვეყანაში ჩამოსვლას ვერ ბედავს" ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ „დოიჩე ველეს“ რუსულ რედაქციასთან გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც თქვა, რომ საქართველოში „გასაგიჟებელი მხარდაჭერა აქვს“.

„სააკაშვილი იგებს რვა წელია, მაგრამ ყველა არჩევნებს აგებს და ქვეყანაში ჩამოსვლას ვერ ბედავს. „გიჟური“ კარგად მეტყველებს მის ფსიქიკურ განწყობაზეც და ამ თემაზე აღარ გავაგრძელებ“  სოზარ სუბარი.

მიხეილ სააკაშვილმა  განაცხადა, რომ მისი აზრით საქართველოში ხელისუფლება წელს ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება. „ვფიქრობ, საქართველოში ნებისმიერ შემთხვევაში წელს ხელისუფლება შეიცვლება. მათ მოიპარეს არჩევნები, მაგრამ შემდეგ ჩაერივნენ ევროპელები. მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც სრულყოფილებამდე ძალიან შორსაა, მაგრამ რომელიც ხსნის რეფერენდუმის საკითხს, პრაქტიკულად ხელისუფლების ცვლილებას ამ წლის შემოდგომაზე. ამიტომ, მგონია, რომ პირადად მე და ჩემი პოლიტიკური ძალა მოვემზადებით, ბოლომდე მივიყვანთ საქმეს და არ ვაპირებთ, მათ ქვეყნის განადგურების უფლება მივცეთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.