4-05-2021, 14:30
769

ნიკა მელიამ, როგორც პოლიტიკოსმა, თავი დაიმთავრა - შალვა პაპუაშვილი

ნიკა მელიამ, როგორც პოლიტიკოსმა, თავი დაიმთავრა - შალვა  პაპუაშვილი

ნიკა მელიამ, როგორც პოლიტიკოსმა, „თავი დაიმთავრა“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"გირაო უნდა, მაგრამ ვერ ამბობს. ასეა, როცა თამასას ისეთ სიმაღლეზე წევ, რომელსაც ვერ აიღებ, – სტატუსით შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიას ადვოკატის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ნიკა მელიამ, როგორც პოლიტიკოსმა, „თავი დაიმთავრა“.

ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა დღეს განაცხადა, რომ გირაოსთან დაკავშირებით მელიას თანხმობა არც სამართლებრივად არც სხვა მხრივ დღის წესრიგში არ არის.

„ხელისუფლების დაქვემდებარებაშია პროკურატურაც, სასამართლოც, ნებისმიერ დროს, ხელისუფლებას შეუძლია, მიმართოს სასამართლოს, მოითხოვონ გირაო, ნიკა მელიას თანხმობა საერთოდ არაფერ შუაშია. არ არის საჭირო ნიკა მელიას თანხმობა არავითარ გირაოზე“, – დასძინა კონდახიშვილმა.