4-05-2021, 13:28
4 287

მეგრული სოლიდარობა არ მალაპარაკებს, მე ამ ახალგაზრდას პიროვნულად ვგულშენატკივრობ - ირაკლი ზარქუა

მეგრული სოლიდარობა არ მალაპარაკებს, მე ამ ახალგაზრდას პიროვნულად ვგულშენატკივრობ - ირაკლი ზარქუა

"მარტო მეგრული სოლიდარობა არ მალაპარაკებს, მე ამ ახალგაზრდას პიროვნულად ვგულშენატკივრობ" -  განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარამენტის წევრმა ირაკლი ზარქუამ.

"აქ ბულინგს არავის დაუწყებს, მოვიდეს, თუ უნდა მუშაობა. ის გაება თავისი პარტიის  ხაფანგში, რა დროს იწილო-ბიწილოა. მათ ანუ რადიკალურმა ოპოზიციამ დაკარგა 6 თვე, ახლა მუშაობის დროა," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ. 

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია თანახმაა გამოვიდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს გადახდის შედეგად. სანაცვლოდ კი, ითხოვს პარლამენტმა უარი თქვას ამნისტიის კანონზე, ვინაიდან მისთვის პრინციპულად მიუღებელია ამნისტიის შეფარდება ყველა იმ პირზე, ვინც 20 ივნისის მოვლენებისას კანონის საწინააღმდეგო მოქმედებებთან ასოცირდებოდა.