4-05-2021, 12:59
559

თამარ ჩერგოლეიშვილს ელჩის სიტყვები არადამაჯერებლად მიაჩნია

თამარ ჩერგოლეიშვილს ელჩის სიტყვები არადამაჯერებლად მიაჩნია

ჟურნალ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში აშშ-ს ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის მიმართვას ეხმაურება.
აშშ-ს ელჩის მიმართვაში, რომელიც პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს მიეძღვნა, ნათქვამია: „შეერთებული შტატებსა და საქართველოს ბევრი საერთო ღირებულება აერთიანებს და არცერთია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიყვარული.“

თამარ ჩერგოლეიშვილს მიმართვის ტექსტი არადამაჯერებლად მიაჩნია. „გაცილებით დამაჯერებელი იქნებოდა ელჩის ეს სიტყვები, ცოტა ხნის წინ ორბელიანების სასახლეში გამართული პანაშვიდი, ეროვნულ შერიგებად და თანხმობად რომ არ გამოეცხადებინა. ნდობის შენებას დრო უნდა. დანგრევას - ერთი, თუნდაც უნებლიე ტყუილი. ამერიკის მთავარი ძალა რბილია და მის ნდობაზე დგას,“-წერს ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს აღნიშნავდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მიმართვის ტექსტი გაავრცელა.