4-05-2021, 12:53
136

ცდილობდნენ როგორმე ნიკა მელიასგან შეექმნათ წამებული გმირის ფიგურა, არ გამოვიდა - გია ვოლსკი

ცდილობდნენ როგორმე ნიკა მელიასგან შეექმნათ წამებული გმირის ფიგურა, არ გამოვიდა - გია ვოლსკი

"პრაქტიკულად, სვლა აღარ დარჩა და გირაოს უნდა დათანხმდეს“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, დაწყებული სააკაშვილიდან, დამთავრებული ადვოკატებით, ცდილობდნენ როგორმე ნიკა მელიასგან შეექმნათ წამებული გმირია ფიგურა, არ გამოვიდა.

„მე არ მგონია, რომ ადვოკატებმა მას სწორი რჩევები მისცენ," - განაცხადა გია ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია თანახმაა გამოვიდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს გადახდის შედეგად. სანაცვლოდ კი, ითხოვს პარლამენტმა უარი თქვას ამნისტიის კანონზე, ვინაიდან მისთვის პრინციპულად მიუღებელია ამნისტიის შეფარდება ყველა იმ პირზე, ვინც 20 ივნისის მოვლენებისას კანონის საწინააღმდეგო მოქმედებებთან ასოცირდებოდა.