29-04-2021, 14:35
900

ქუჩა-ქუჩა სიარულით რომ ვერაფერს მიაღწიეს, ახლა ცდილობენ თავი გააპრაონ - ირაკლი ზარქუა ანა ნაცვლიშვილს აკრიტიკებს

ქუჩა-ქუჩა სიარულით რომ ვერაფერს მიაღწიეს, ახლა ცდილობენ თავი გააპრაონ - ირაკლი ზარქუა  ანა ნაცვლიშვილს აკრიტიკებს

"ცოტა გაუგებარია ჩემთვის ქალბატონ ლელოელის მოსაზრებები", - განაცხადა  GTmedia-სთან საუბარში  პარლამენტის წევრმა  ირაკლი ზარქუამ. მან კომენტარი  გააკეთა “ლელოს” დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის მიერ პლენარულ სხდომაზე  გაკეთებულ  განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ “ადმინისტრაციულ კოდექსში” შესატანი ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვა ნაჩქარევად მიმდინარეობს.

"გაუგებარია ჩემთვის ნაცვლიშვილის მოსაზრებები. თითქოს მცდელობა აქვთ, რომ აი, ქუჩა-ქუჩა სიარულით რომ ვერაფერს მიაღწიეს, ახლა ცდილობენ თავი გააპრაონ. მერე რომ მოხვალ და თითქოს ხალხის ბედი გაწუხებს, უნდა იყო მზად, რომ მეც გითხრა პასუხი," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ ანა ნაცვლიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები გააპროტესტა. "მოდით, ისევ მოვიტყუებ თავს, სირცხვილია რომ დემოკრატიულ საქართველოში საბჭოური კანონი არსებობს, ამ კანონს ჰქვია "ქარულ ოცნებას ეშინია". თქვენ გეშინიათ ხალხია პრიტესტის," - განაცხადა მან.

საუბარია ადმინისტრაციული წესით დაკავებასა და სასამართლოში წარდგენის ვადებზე, რომელიც 12-დან 48 საათამდე იზრდება. ასევე, გაზრდილია ჯარიმები სამართალდამცველების მიმართ დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის შემთხვევაში. ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს სახალხო დამცველის აპარატს. კანონპროექტის მომზადება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.