26-04-2021, 11:21
165

„წელს ტურისტი რომ შემოვიდეს, ამის შანსი ნულია“ - რომან გოცირიძე

„წელს ტურისტი რომ შემოვიდეს, ამის შანსი ნულია“ - რომან გოცირიძე

„კიდევ ერთი სამი წელიწადი აქ არავინ შემოყოფს ცხვირს, თუ ასე გაგრძელდა. ნურც მთავრობას დაუჯერებთ და ნურც “ექსპერტებს”-წელს ტურისტი რომ შემოვიდეს, ამის შანსი ნულია. მთავრობისადმი პროტესტის მთავარი მოწოდება უნდა იყოს “გაგვიკეთე ვაქცინა” და არა “გამიხსენი ფიტნესი”!“, - წერს გოცირიძე.


„წელს ტურისტი რომ შემოვიდეს, ამის შანსი ნულია“, -  წერს სოციალურ ქსელში „ნაცმოძრაობის“ ერთ ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.

„კიდევ ერთი სამი წელიწადი აქ არავინ შემოყოფს ცხვირს, თუ ასე გაგრძელდა. ნურც მთავრობას დაუჯერებთ და ნურც “ექსპერტებს”-წელს ტურისტი რომ შემოვიდეს, ამის შანსი ნულია. მთავრობისადმი პროტესტის მთავარი მოწოდება უნდა იყოს “გაგვიკეთე ვაქცინა” და არა “გამიხსენი ფიტნესი”!“, - წერს გოცირიძე.

რომან გოცირიძე მოწოდებას აკეთებს -  „ან ავიცრებით და წესებს დავიცავთ, ან ჩავიკეტებით. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენა ინდოეთში დატრიალებულმა  უბედურებამ.  ასაცრელი წამალი რომ არა გვაქვს, ამაზე ვის უნდა შევუკურთხოთ თუ მივუვარდეთ (პირბადეებით, რა თქმა უნდა), ეს არაა ძნელი მისახვედრი.

ისე, “ჩემი რესტორანი გამიხსე ნი” აქციებში მონაწილეებს უნდა შევახსენო, რომ რესტორნები მხოლოდ იმიტომ კი არ კოტრდებიან, რომ დახურულები არიან, არამედ იმიტომ, რომ 9 მილიონი კლიენტი დაკარგეს ტურისტების სახით“, - წერს გოცირიძე.