14-01-2022, 23:32
1 892

"არაადამიანურ ქმედებას ჰგავს! - ჯაფარიძის პარლამენტიდან გაშვება "ოცნებისთვის" რეპუტაციულად ​დამაზარალებელი იქნება" - ვახტანგ მეგრელიშვილი

"არაადამიანურ ქმედებას ჰგავს! - ჯაფარიძის პარლამენტიდან გაშვება "ოცნებისთვის" რეპუტაციულად ​დამაზარალებელი იქნება" - ვახტანგ მეგრელიშვილი


"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძის პარლამენტიდან გაშვება "ქართული ოცნების" რეპუტაციას დააზიანებს.

ამის შესახებ მან "პალიტრანიუსის" ეთერში "ლელოს" გენერალური მდივნისთვის სადებუტატო მანდატის შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით გააკეთა.

"არაადამიანურ ქმედებას ჰგავს. გარდა იმისა, რომ სასამართლო პროცესი იყო დამაზიანებელი, კიდევ ერთხელ გვაჩვენა "კლოუნადა", რაც ქვეყანაში გვაქვს და ასევე რაც სასამართლოზე გვისაუბრია. ახლა ამ ადამიანის გაშვება "ქართული ოცნებისთვის" რეპუტაციულად კიდევ უფრო მეტად დამაზარალებელი იქნება. მელია იყო 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმის და ა.შ. გამოვლინება, ბადრი ჯაფარიძე შედარებით სიმპათიური ადამიანია და "ქართულ ოცნებას" იმდენი არ აქვს ინვესტირებული მათ "შავ პიარში", რომ მისი გაგდება ადამიანურად შერჩეთ," - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, "ლელოს" გენერალურ დირექტორს, ბადრი ჯაფარიძეს შესაძლოა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს. აღნიშნულის მიზეზი კი სასამართლოს მიერ 12 იანვარს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენია. ამ საკითხზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანის მუხლის კვალიფიკაცია შეცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ. მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი სასამართლომ  სასჯელისგან გაათავისუფლა. 





მსგავსი სიახლეები