14-01-2022, 22:55
394

"უბრალოდ აღნაგობით და გვარიშვილობით ხომ არ დავიწუნებთ ბატონ კალანდარიშვილს?" - ალეკო ელისაშვილი

"უბრალოდ აღნაგობით და გვარიშვილობით ხომ არ დავიწუნებთ ბატონ კალანდარიშვილს?" - ალეკო ელისაშვილი


"მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შესარჩევ კონკურსზე საუბრისას განაცხადა, რომ პარტიაში ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ დაუჭერენ თუ არა მხარს ცესკოს თავმჯდომარეობის თანამდებობაზე მოქმედი ხელმძღვანელის, გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას.

მისივე თქმით, პარტიაში კალანდარიშვილის საწინააღმდეგო არგუმენტები ამ ეტაპზე არ აქვთ.

"ზუსტად ვერ გეტყვით დავუჭერთ თუ არა მხარს კალანდარიშვილს, თუმცა არგუმენტი თუ რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი ჯერჯერობით არ გვაქვს, იმიტომ რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების დღეს ძალიან ორგანიზებულად და ეფექტიანად მუშაობდა. უბრალოდ აღნაგობით და გვარიშვილობით ხომ არ დავიწუნებთ ბატონ კალანდარიშვილს?“ - აცხადებს ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს მოუსმინა. ახლა კომისია კანდიდატებს პრეზიდენტს, პრეზიდენტი კი პარლამენტს წარუდგენს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების სია გამოაქვეყნა.




მსგავსი სიახლეები