14-01-2022, 22:45
326

 "ჩემი პოზიცია იქნება მისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტა" - ნინო წილოსანი ბადრი ჯაფარიძეზე

 "ჩემი პოზიცია იქნება მისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტა" - ნინო წილოსანი ბადრი ჯაფარიძეზე


"იმ ოპოზიციურ ველზე, რომელიც პარლამენტში გვყავს, ყველა სხვასთან შედარებით, ბადრი ჯაფარიძე ნამდვილად არის ერთ-ერთი პოზიტიური მოვლენა და ჩემი პოზიცია იქნება მისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტა," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა " პალიტრანიუს" ეთერში საუბრისას გააკეთა.

მისივე თქმით, ბადრი ჯაფარიძისთვის სადებუტატო მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ისიც გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი იქნება.

"ყველამ ვიცით, რომ სესიაზე პარლამენტო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ირებს. ამასთან მიმარტებით გუნდში მკაფიო პოზიცია არ გავქვს. მე ჩემი გადმოსახედიდან ვიტყვი რომ იმ ოპოზიციურ ველზე, რომელიც პარლამენტში გვყავს, ყველა სხვასთან შედარებით, ბადრი ჯაფარიძე ნამდვილად არის ერთ-ერთი პოზიტიური მოვლენა და ჩემი პოზიცია იქნება მისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტა. თუმცა რა თქმა უნდა, მეც და ჩემი ნებისმიერი კოლეგა, ვიქნებით ჩვენი, ერთიანი გუნდის გადაწყვეტილების ნაწილი", - განაცხადა ნინო წილოსანმა.





მსგავსი სიახლეები