14-01-2022, 21:07
2 900

(ვიდეო) "ბოლო პროდუქტი, რომელიც "ოცნებამ" იყიდა არის ნიკა მელია" - სანდრო ბრეგაძე "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში

(ვიდეო) "ბოლო პროდუქტი, რომელიც "ოცნებამ" იყიდა არის ნიკა მელია" - სანდრო ბრეგაძე "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში


"ქართული მარშის" წევრის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, დიდი ხანია რაც "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია იყიდა. - შესაბამისი განცხადება მან "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" საუბრისას გააკეთა.

როგორც ბრეგაძე ირწმუნება, ბოლო ორი წლის განმავლობაში ნიკა მელიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მმართველი გუნდის წინააღმდეგ დაწყებული ყველა პროტესტი ჩახშობილიყო, რაც მისივე მტკიცებით, იმისი დასტურია, რომ "ნიკა მელია "ქართული ოცნების" პროდუქტია."

"ბოლო პროდუქტი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" იყიდა არის ნიკა მელია. ამას დასაბუთებაც არ უნდა. ნიკა მელიამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ "ქართული ოცნების" მიმართებით დაწყებული ყველა პროტესტი ყოფილიყო ჩახშობილი. ამისთვის მან ყველაფერი გააკეთა და ამიტომ ვამბობ, რომ  ნიკა მელია "ქართული ოცნების" პროდუქტია. გინახავთ სადმე ასეთი რამ - შენი პარტიის დამფუძნებელი და ლიდერი ციხეში იჯდეს, შენ კი, მაზარატიდან არ გადმოდიოდე... მე ნიკა მელიას ცოტნე დადიანობას არ ვთხოვ, მაგრამ ყველა ყველაფერს კარგად ხვდება. თუმცა, ეს ძალიან კარგია, რომ ნიკა მელიას მსგავსი ადამიანები არსებობენ, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობას" ანგრევენ. მაგრამ, ის, რომ ხვალ "ქართულმა ოცნებამ" კოჰაბიტააცის შედეგად ხელისუფლებაში მომიყვანოს და მითხრას ეს - "კაი, ბიჭია", რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის დაუშვებელია.

გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, არის თუ არა მსგავსი მოლოდინები, ბრეგაძე ამბობს, რომ რა თქმა უნდა, ამის მოლოდინები ნამდვილად არსებობს.

"აქვთ, როგორ არა ამის მოლოდინი. ნიკა მელიამ, როგორც აგენტმა უნდა შეასრულოს ყველა აგენტურული დავალება, რომელსაც ის ხელისუფლებიდან ღებულობს. შეიძლება ითქვას, რომ მან ნიკა მელიამ ხელისუფლების დავალებები შესანიშნავად შეასრულა და ამით "ნაციონალურ მოძრაობას" დედა უტირა. ეს ძალიან კარგად დაგეგმილი ოპერაცია იყო და ამას ხელისუფლებას ნამდვილად მოვუწონებ. მათი მხრიდან მელიას კარტი შესანიშნავად იქნა გათამაშებული და კარგია, რომ ამით "ნაციონალური მოძრაობა" ინგრევა. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ვინც "ნაცმოძრაობის" დანგრევას შიგნიდან ახორციელებს, ხვალ ხელისუფლებაში მოიყვანო," - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

იხ: ვიდეო:






მსგავსი სიახლეები