14-01-2022, 20:36
127

"რაც არ უნდა ეცადონ სასამართლოს დისკრედიტაციას, ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლო სისტემა დღეს ბევრად გამჭვირვალეა" - ანრი ოხანაშვილი

"რაც არ უნდა ეცადონ სასამართლოს დისკრედიტაციას, ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლო სისტემა დღეს ბევრად გამჭვირვალეა" - ანრი ოხანაშვილი


"პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინდელ პროცესზე სასამართლოს მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.

მისივე შეფასებით, რაც არ უნდა ეცადოს "ნაციონალური მოძრაობამ" ფაქტია, რომ სასამართლო სისტემა დღეს ბევრად გამჭვირვალეა.

"სასამართლო სისტემაზე შტურმი დაიწყო "ნაციონალურმა მოძრაობამ," მასთან დაახლოებულმა არასამთავრობო სექტორმა და სხვა ჯგუფებმა მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ ის საჯაროდ ცნობილი ფაქტები - 7 ნოემბრის დარბევა, "იმედში" შეჭრა" და ა.შ. დაექვემდებარა სამართლებრივ შეფასებას. რაც არ უნდა ეცადონ სასამართლოს დისკრედიტაციას, ფაქტები მეტყველებს სხვა რამეზე. ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლო სისტემა დღეს არის ბევრად გამჭვირვალე, ბევრად ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე, მეტად აღიარებულია საერთაშორისო დონეზე, რომ სასამართლოში პრაქტიკულად არ არის კორუფცია“, - აცხადებს ოხანაშვილი.
 
ცნობისთვის, გუშინ, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეს განიხილა. პროცესს ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტიც, მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.





მსგავსი სიახლეები