7-12-2021, 21:26
1 465

"მე დავიცავ მიხეილ სააკაშვილის უფლებებს, როგორც ხვალ შეიძლება ბიძინა ივანიშვილის უფლებები გამიხდეს დასაცავი" - ბორის "ჩელე" ყურუა

"მე დავიცავ მიხეილ სააკაშვილის უფლებებს, როგორც ხვალ შეიძლება ბიძინა ივანიშვილის უფლებები გამიხდეს დასაცავი" - ბორის "ჩელე" ყურუა


"ჩემთვის საქართველოს გადარჩენის გზა მიხეილ სააკაშვილზე არ გადის, არც ეროვნული შერიგების დიდი მოტივატორი მგონია მესამე პრეზიდენტი, მისმა ჩამოსვლამ კიდევ უფრო გაზარდა პოლარიზაციის დონე," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი ბორის "ჩელე" ყურუა.

ამასთან, ბორის "ჩელე" ყურუა აღნიშნავს, რომ ის დაიცავს მიხეილ სააკაშვილის უფლებებს და შესაძლოა, მომავალში ბიძინა ივანიშვილის დაცვაც მოუხდეს.

ეროვნული შერიგება კი ბორის ყურას თქმით, ფარსია და ის შერიგებას არ აპირებს.

"მე დავიცავ მიხეილ სააკაშვილის უფლებებს, როგორც ხვალ შეიძლება ბიძინა ივანიშვილის უფლებები გამიხდეს დასაცავი. კონკრეტულ ადამიანებზე არასოდესაა საუბარი, საუბარი ზოგადად ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზეა, რომელიც არამართლზომიერად არ უნდა შეილახოს. 
ჩემთვის საქართველოს გადარჩენის გზა მიხეილ სააკაშვილზე არ გადის, არც ეროვნული შერიგების დიდი მოტივატორი მგონია მესამე პრეზიდენტი, მისმა ჩამოსვლამ კიდევ უფრო გაზარდა პოლარიზაციის დონე. 

ეროვნული შერიგება ფარსი მგონია. ვერც იმას ვხვდები ვინ უნდა შეურიგდეს ერთმანეთს, ეს ხალხი ყოველდღიურად ხვდება, ქუჩაში, სახლში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არ ურტყამენ და არ აგინებენ ერთმანეთს (ძირითადად). პოლიტიკოსები შეურიგდნენ ვისაც უნდათ, აპატიონ წყენები და გადაეხვივნონ ერთურთს. მე არ შევურიგდები იმ ხალხს ვინც ჩვენს ფულს ყოველდღე ფლანგავს და ნიშნისმოგებით გველაპარაკება. - წერს ბორის ჩელე ყურუა.




მსგავსი სიახლეები