3-12-2021, 15:07
487

"მე დიდ პატივს ვცემ ბატონი კობახიძის ცოდნასა და გამოცდილებას საკონსტიტუციო სამართალში" - კელი დეგნანის პასუხის პასუხი ირაკლი კობახიძეს

"მე დიდ პატივს ვცემ ბატონი კობახიძის ცოდნასა და გამოცდილებას საკონსტიტუციო სამართალში" - კელი დეგნანის პასუხის პასუხი ირაკლი კობახიძეს


"მე დიდ პატივს ვცემ ბატონი კობახიძის ცოდნასა და გამოცდილებას საკონსტიტუციო სამართალში" - ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი უმრავლესობის ლიდერის განცხადებას. 

კელი დეგნანის თქმით, თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რა არის საუკეთესო მისი სისტემისთვის.

„რა თქმა უნდა, მე დიდ პატივს ვცემ ბატონი კობახიძის ცოდნასა და გამოცდილებას საკონსტიტუციო სამართალში, ისევე როგორც მრავალი სხვა კონსტიტუციონალისტი ექსპერტის, რომლებთანაც საქართველოში შეხვედრის სიამოვნება მხვდა წილად. ამ ქვეყანას ნამდვილად გაუმართლა, რომ ჰყავს საკონსტიტუციო სამართლის სფეროში მრავალი განათლებული და კარგად ინფორმირებული სპეციალისტი. მე ასევე მაქვს საკონსტიტუციო სამართალში გამოცდილება, მათ შორის კონსტიტუციის შემუშავებაში მიმიღია მონაწილეობა. ეს მოიცავდა შედარებით ანალიზსს სხადასხვა კონსტიტუტებსა და აპოლიტიკურ სისტემებს შორის იმის შესადარებლად, თუ რა მუშაობდა კარგად ამა თუ იმ სისტემაში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, სასარგებლო, თუმცა საბოლოოდ თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რა არის საუკეთესო მისი სისტემისთვის," – განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისათვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ერთი პარტია, რომელიც მართავს ყველაფერს, უმრავლესობის ტირანიის რისკს ქმნის. დეგნანის ამ განცხადებას მოგვიანებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და განაცხადა: „მე ვარ ამ საქმის უშუალო სპეციალისტი, რასაც ჰქვია კონსტიტუციური სამართალი, შემიძლია, გითხრათ, რომ ორპროცენტიანი და უფრო დაბალი საარჩევნო ბარიერი მოქმედებს ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანაში და სხვა არც ერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია“.





მსგავსი სიახლეები