3-12-2021, 15:11
3 188

„ნამდვილად ქ-ნო თეა, ეს იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ქვეყანა, რომელსაც არ ჰყავს პატრონი" - გიგი უგულავა თეა წულუკიანს

„ნამდვილად ქ-ნო თეა, ეს იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ქვეყანა, რომელსაც არ ჰყავს პატრონი" - გიგი უგულავა თეა წულუკიანს


„ნამდვილად ქ-ნო თეა, ეს იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ქვეყანა, რომელსაც არ ჰყავს პატრონი და მთავრობა, რომლის მეთაურს "რასაც გინდა იმას დაარქმევ," - ასე პასუხობს ქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა კულტურის მინისტრის დღევანდელ განცხადებას კულტურისა და სპორტის სამინისტროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.

ცნობისათვის, „ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი, ჩვენ გვყავს ველოსპორტსმენები, რომელთა ველოსიპედსაც სძვრება ბორბალი, გვყავს მორბენალები, რომლებსაც არ აქვთ სარბენი ბილიკი, გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავს ცხენი," - განაცხადა თეა წულუკიანმა დღეს, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას.




მსგავსი სიახლეები