3-12-2021, 14:30
250

"რაც მეტს ვალაპარაკებთ სააკაშვილს, მისი განცხადებები უფრო საინტერესო ხდება" - კახა კალაძე

"რაც მეტს ვალაპარაკებთ სააკაშვილს, მისი განცხადებები უფრო საინტერესო ხდება" - კახა კალაძე


"რაც მეტს ვალაპარაკებთ სააკაშვილს, მისი განცხადებები უფრო საინტერესო ხდება", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
 
მისი თქმით, ყველაფერი ცუდი, რაც 2012 წლამდე ხდეოდა, იყო სააკაშვილი შემოქმედება და მას ამაზე პასუხის გაცემა მოუწევს.

„ყველაფერი ცუდის, რაც 2012 წლამდე, ავადსახსენებელი ცხრა წლის განმავლობაში ხდებოდა, შემოქმედი იყო მიხეილ სააკაშვილი, თავის თანამოაზრეებთან ერთად. რამდენიც უნდა ილაპარაკოს და ეცადოს თავის არიდებას კორუფციისგან, კრიმინალისგან, ხალხის გაუბედურებისგან, ოჯახების გამწარებისგან, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვისგან, ბიზნესის ტერორისგან, ვერ მოახერხებს.

ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები არსებობს, რასაც ვერ გავექცევით. ადამიანები ყოველდღიურად საშინელებაში ცხოვრობდნენ. რაც მეტს ვალაპარაკებთ სააკაშვილს, მისი განცხადებები უფრო საინტერესო ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ




მსგავსი სიახლეები