25-11-2021, 15:56
1 962

"პატიმარ სააკაშვილს, აღნიშნული ინფორმაცია, ალბათ სჯობს დავუმალოთ" - დავით ქართველიშვილი

"პატიმარ სააკაშვილს, აღნიშნული ინფორმაცია, ალბათ სჯობს დავუმალოთ" - დავით ქართველიშვილი


ჯო ბაიდენის მიერ საქართველოს „დემოკრატიის სამიტზე“ მიწვევის თემას ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი. ქართველიშვილი ამბობს, რომ არაკეთილმოსურნეების ჭეშმარიტებაში დარწმუნების საუკეთესო გზა, ავტორიტეტული არბიტრია.

„როდესაც საკუთარ თავზე შენს წარმოდგენაში ეჭვი შეაქვს შენს სუბიექტურ არაკეთილმოსურნეს, ყველაზე უკეთესი გამოსავალია - ჭეშმარიტების დასადგენად, ავტორიტეტულ საერთაშორისო არბიტრს მიმართო.

საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა - „დემოკრატიის ვარიაციები“, რომელიც ეყრდნობა მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორებს, საქართველო დემოკრატიის გრძელვადიანი განვითარების მაჩვენებელში, მსოფლიო დემოკრატიების ხუთეულში გამოარჩია.

სუბიექტურ არაკეთილმოსურნეს, რომლის ინფორმაციით, ქვეყანაში იდევნება აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, ამ კვლევის თანახმად: საქართველოს განსაკუთრებულად გაუმჯობესებული აქვს - გამოხატვის თავისუფლება (freedom of expression) პატიმარ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებებს, რომ მას "არაადამიანურად აწამებენ", კვლევამ უპასუხა, რომ: საქართველოს განსაკუთრებულად გაუმჯობესებული აქვს - თავისუფლება წამებისგან (freedom from torture)

"დემოკრატიის ვარიაციების" საერთაშორისო ცენტრის კვლევის მიხედვით, საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს, კერძოდ კი, “ელექტორალური დემოკრატიის” ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება,“- წერს დავით ქართველიშვილი და მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს ირონიულად ურჩევს, პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს ეს ინფორმაცია არ გაუმხილონ.

P.S. "გამოჯანმრთელების" გზაზე მყოფ პატიმარ სააკაშვილს, აღნიშნული ინფორმაცია ალბათ სჯობს, რომ დავუმალოთ, მისი მდგომარეობის შესაძლო გაუარესების თავიდან აცილების მიზნით,“- წერს დავით ქართველიშვილი.






მსგავსი სიახლეები