25-11-2021, 15:30
64

"გიორგი გახარიას პარტიის მხრიდან საკრებულოების თავმჯდომარეობის პოსტებზე საკუთარი კანდიდატურის დაყენების შეთავაზება არასამართლიანია" - მიხეილ სარჯველა​​ძე

"გიორგი გახარიას პარტიის მხრიდან საკრებულოების თავმჯდომარეობის პოსტებზე საკუთარი კანდიდატურის დაყენების შეთავაზება არასამართლიანია" - მიხეილ სარჯველა​​ძე


"გიორგი გახარიას პარტიის მხრიდან საკრებულოების თავმჯდომარეობის პოსტებზე საკუთარი კანდიდატურის დაყენების შესახებ შეთავაზება არასამართლიანია." - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ. 

სარჯველაძე ლოგიკას ვერ ხედავს იმაში, რომ საკრებულოს თავმჯდომარეობაზე პრეტენზია უმცირესობაში მყოფ პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდეს.

„არ მგონია, რომ ასეთი შემოთავაზება სამართლიანია. არაა ლოგიკა, რომ უმცირესობაში მყოფ პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდეს საკრებულოს თავმჯდომარეობაზე პრეტენზიის წამოყენების უფლება და საფუძველი. მათი მხრიდან რა არგუმენტები შეიძლება იყოს მოშველიებული დისკუსიის დრო, რომ ამ საკითხზე პედალირება მოხდეს, ეს ძნელად წარმომიდგენია. პირადად მე, ამ ძირითადი მიზეზის გამო არ მგონია, რომ სამართლის ან სამართლიანობის თვალსაზრისად რამენაირად გამართლებული მოთხოვნაა,“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მუნიციპალიტეტებში, სადაც ის გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებითაა წარმოდგენილი, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურებს დააყენებს. შესაბამისი განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა, კახა ქემოკლიძემ გააკეთა. მისი თქმით, ასეთ კონფიგურაციაში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან.





მსგავსი სიახლეები