25-11-2021, 14:59
3 665

„ბატონო მიხეილ, გპირდებით ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგოთ პასუხი!" - დავით ჩიხელიძე

„ბატონო მიხეილ, გპირდებით ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგოთ პასუხი!" - დავით ჩიხელიძე


მიხეილ სააკაშვილის მიერ გორის ჰოსპიტალიდან გავრცელებულ მორიგ გზავნილს სოციალურ ქსელში ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე.

„მსურს სააკაშვილის ახალ მიმართვას გამოვეხმაურო, მიმართვაში სტანდარტული ზღაპრების შემდეგ საინტერესო ინიციატივა გააჟღერა, სამოქალაქო სექტორს მოუწოდა, რომ მის გათავისუფლებაზე საინიციატივო ჯგუფმა იმუშაოს,“- წერს დავით ჩიხელიძე და მიხეილ სააკაშვილს მიმართავს:

„ბატონო მიხეილ გპირდებით ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ კანონის წინაშე, სრული სიმკაცრით აგოთ პასუხი და სრულად მოიხადოთ სასჯელი!“

დავით ჩიხელიძე ამბობს, რომ სააკაშვილი გზავნილი, საზოგადოების დაცინვაა, თუმცა საზოგადოება უკვე გაიზარდა და მისი მოტყუება ადვილი არაა. „სააკაშვილის მიმართვა, საზოგადოების დაცინვა არის, ის წამებულის და მსხვერპლის მანტიის მორგებაც ცდილობს რაც შეუძლებელია, რადგან საზოგადოება გაიზარდა, მისი მოტყუება მარტივი არ არის.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი ამბობს, რომ ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია.
სააკაშვილი ისეთივე რიგითი პატიმარია, როგორც დანარჩენი 9 ათასი ადამიანი, არც მათზე ნაკლები არც მათზე მეტი, სახელმწიფო ვალდებულია ყველა პატიმრის მიმართ იდენტური მიდგომა ჰქონდეს, სააკაშვილი პრივილეგირებული ვერ და არ იქნება.
სახელმწიფო მის ჯანმრთელობაზე ისევე ზრუნავს, როგორც სხვა პატიმრებზე, შესაბამისად სახელმწიფოს მიმართ სააკაშვილის პრეტენზიებს ვერ მივიღებ.

არ მინდა წარსულის გახსენება, მაგრამ რეალობის შესაგრძნობად აუცილებელი გვახსოვდეს წარსული, წარსული როდესაც მიშას დროინდელ საპატიმროებში მყოფ პატიმრებს სიკვდილი ენატრებოდათ, მათი დიდი ნაწილი ციხიდან დაავადებული, ნაწამები და დაინვალიდებული გამოვიდა, აი ასე ექცეოდა სააკაშვილი პატიმრებს, რომელთა წამებაც ზოგიერთ მინისტრს გართობის საშუალებად მიაჩნდა.

გვახსოვდეს წარსული, რომელიც სააკაშვილმა უდანაშაულო ადამიანების სისხლით დაწერა!“- წერს დავით ჩიხელიძე.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა გორის ჰოსპიტალიდან კიდევ ერთი გზავნილი გაავრცელა.
"მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება ჩემი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი.
ამავე დროს, ველი და ზუსტად ვიცი, რომ ამ მიმართულებით ისეთივე ძალით გააგრძელებს აქტიურობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,"- ნათქვამია გზავნილში.




მსგავსი სიახლეები