25-11-2021, 14:28
3 784

"ის ხალხი, ვინც მიშას ქვეყნიდან გაყვანაზე ფიქრობს, ორ ნაწილად იყოფა" - ირინა სარიშვილი

"ის ხალხი, ვინც მიშას ქვეყნიდან გაყვანაზე ფიქრობს, ორ ნაწილად იყოფა" - ირინა სარიშვილი


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის ფეისბუქ პოსტს, სადაც ხერხეულიძე იმ ადამიანებს აკრიტიკებს, რომლებიც, მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან გაყვანას უჭერენ მხარს,  ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი პასუხობს.

„ეკა, ის ხალხი, ვინც მიშას ქვეყნიდან გაყვანაზე ფიქრობს, ორ ნაწილად იყოფა: ისინი, ვინც მიშას ფიზიკურ გადარჩენაზე მაღლა ამ ეტაპზე არაფერს აყენებენ და მე მათი მესმის, თუმცა ეჭვი მეპარება რომ მიშა ამ ვარიანტს საერთოდ განიხილავდეს, და ისინი, ვისთვისაც ცოცხალი, თავისუფალი მიშა საქართველოში პრობლემაა და გორში გადაყვანის დღიდანვე ასეთებმა ოპოზიციაშიც წამოყვეს დაბოღმილი თავები,“- წერს ირინა სარიშვილი.

ცნობისათვის, ეკა ხერხეულიძემ დღეს გავრცელებულ ფეისბუქ პოსტში, საზოგადოებას შეახსენა, რომ სააკაშვილი საქართველოში სამკურნალო პირობები გასაუმჯობესებლად არ ჩამოსულა.

„მიშას არც სამკურნალო ჩივილები ჰქონდა და არც იმისთვის გაურისკავს სამშობლოში დაბრუნება საკუთარი სიცოცხლით,რომ სამკურნალო პირობები მოეპოვებინა.მისი ამოცანა უპერსპექტივობაში ჩაფლული ქვეყნის გადარჩენა იყო და არის.ამიტომ,ვინც მას თავის წარმოდგენაში უკრაინაში ისტუმრებს და არ ეძებს ყველა შესაძლო გზას მისი ტყვეობიდან დახსნისთვის,უფლება მაქვს ვიფიქრო,რომ ასეთები საკუთარი თავების გადარჩენისთვის უფრო იბრძვიან, ვიდრე მიშასთვის,“- წერს ეკა ხერხეულიძე. 





მსგავსი სიახლეები