27-10-2021, 00:23
3 313

"არ ვიცი მთვარის ეტლი შევიდა მარსის სარტყელში თუ იუპიტერის, მაგრამ დღეს დიდი დღეა აშკარად" - ალეკო ელისაშვილი

"არ ვიცი მთვარის ეტლი შევიდა მარსის სარტყელში თუ იუპიტერის, მაგრამ დღეს დიდი დღეა აშკარად" - ალეკო ელისაშვილი


"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ელისაშვილი აღნიშნული პოსტით დედაქალაქის მერის, კახა კალაძისა და ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის სატელევიზიო ეთერებს ეხმაურება.

"არ ვიცი მთვარის ეტლი შევიდა მარსის სარტყელში თუ იუპიტერის, მაგრამ დღეს დიდი დღეა აშკარად. აქეთ იმედზე გადავრთე და კალაძე მიხდის თურმე პერსონალურ მადლობას გუდიაშვილის გადარჩენისთვის. მთავარ არხზე გადმოვრთე და ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტი, რომელიც მთელი კამპანია გაიძახოდა რა დროს თბილისია, რეფერენდუმია მოსაგებიო, ლაპარაკობს მტკვრის გაწმენდაზე, ძველი თბილისის დაცვაზე, მეტროს ახალ ხაზებზე, ტრამვაიზე, ქაოსურ მშენებლობაზე და ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ბანერებზე მქონდა გამოფენილი. რომელ თანავარსკვლავედს შევთხოვო ხომ არ იცით, ე მაგ ნოტაზე დარჩნენ სულ," - წერს ალეკო ელისაშვილი.

ინფორმაციისთვის, დღეს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განახლებული გუდიაშვილის მოედნის გახსნა. 




მსგავსი სიახლეები