26-10-2021, 22:33
150

(ვიდეო) "ერთი კოვზი თაფლი ჩაიში ჩაისხა და ამაზე ატყდა ერთი ამბავი" - ნონა მამულაშვილი ექსპრეზიდენტზე

(ვიდეო) "ერთი კოვზი თაფლი ჩაიში ჩაისხა და ამაზე ატყდა ერთი ამბავი" - ნონა მამულაშვილი ექსპრეზიდენტზე


"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნონა მამულაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებები მისი დაკავების დღიდან ილახებოდა.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროულ კითხვაში" სტუმრობისას განაცხადა, "ქართულმა ოცნებამ" ექსპრეზიდენტის დაკავების დღიდან ყველანაირი მავნებლობა და სიბოროტე ჩაიდინა, რაც კი შეეძლოთ.

"ჩვენ ვნახეთ პირველივე დღიდან დაკავების, რა მოიმოქმედა "ქართულმა ოცნებამ." ყველანაირად სცდა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები შეელახა. პირველ ეტაპზე ვხდევდით, რომ მას არ აძლევდნენ საშუალებას არც სატელეფონო ზარის განხორციელების, არც საკრედიტო ბარათის მიღების, არც ტელევიზორის ქონის. ბოლოს ჩაიზეც უარს ეუბნებოდნენ. ნუ ყველაფერი მავნებლობა და სიბოროტე რაც შეუძლიათ გააკეთონ აკეთებდნენ. 

გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, არადა, როგორც მახსოვს მას ციხეში ჩაი ეკუთვნის, მამულაშვილმა განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჩაის იმიტომ ვერ ყიდულობდა, რომ მას ბარათი არ ჰქონდა.

"ჩაი ეკუთვნის, მაგრამ უთხრეს, რომ უნდა ეყიდა და რადგანაც ბართი არ ჰქონდა ვერ ყიდულობდა. შესაბამისად იყო მხოლოდ წყალზე. მერე ვნახეთ, რომ როდესაც მან ერთი კოვზი თაფლი ჩაიში ჩაისხა, ამაზე ატყდა ერთი ამბავი. თვითონ ღარიბაშვილიც გამოვიდა და თქვა, თურმე რამოდენიმე ტონა თაფლი შეუჭამია მიხეილ სააკაშვილს. საცოდაობაა ამ ხალხის ყოფა იმიტომ, რომ მათთვის მიხეილ სააკაშვილი ახლა მოშიმშილე, დასუსტებული ბევრად უფრო საშიშია და ბევრად უფრო თავის ტკივილია, ვიდრე მაშინ, როდესაც უკრაინაში იყო. ამიტომ ცდილობენ, რომ არც მისი პროცესი არ ჩანიშნონ. მე მაგალითად 22 დღეა კუჭავას ვთხოვ, რომ შემიშვას მიხეილ სააკაშვილთან და არ მაძლევს უფლებას, რომ შევიდე," - განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

იხ: ვიდეო:








მსგავსი სიახლეები