26-10-2021, 17:44
1 740

"ცოტა ხნით მოწყდით უცნობის კიდობანს, გვერდზე გადადეთ ასავალ-დასავალის მორიგი ნომერი და მომისმინეთ მე" - ზურაბიშვილი ქართულ ოცნებას

"ცოტა ხნით მოწყდით უცნობის კიდობანს, გვერდზე გადადეთ ასავალ-დასავალის მორიგი ნომერი და მომისმინეთ მე" - ზურაბიშვილი ქართულ ოცნებას


"არ შეწყვეტს ის კაცი შიმშილობას ამ თქვენი გოიმური დაშანტაჟებით, არ შე-წყვეტს! არა!
გესმით, გეყურებათ? ჰოდა სანამ დროა აზრზე მოდით, ხიდზე გადით, თორემ მერე გვიან იქნება თითზე კბენანი. - ასე მიმართავს პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში "ქართულ ოცნებას".



ზურაბიშვილის თქმით, თავად ხელისუფლების ინტერესებში უნდა იყოს, რომ არ გართულდეს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დროულად მოხდეს მისთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარება.

"ერთი შეხედვით ხელისუფლების ჯიუტობა არავითარ შემთხვევაში არ გადაიყვანოს მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, არის სრულიად აუხსნელი და ალოგიკური. წესით პირველ რიგში მათივე ინტერესში უნდა იყოს, რომ პატიმრის მდგომარეობა არ გართულდეს და არ მოაკლონ მას კვალიფიციური სამედიცინო დახმარება.

მაგრამ აქ ჩვენ არ ვითვალისწინებთ რა ბოდიში და ჩლუნგ სასტავთან გვაქვს საქმე. მაგათ ხომ ჰგონიათ, რომ სააკაშვილი არის მხდალი და პანიკიორი (ამ მითის კულტივირება წლების განმავლობაში ხდებოდა)? ჰოდა ახლაც ფიქრობენ, რომ თუ გლდანის ციხეში გადაყვანით დაემუქრებიან, იმას შეეშინდება და შეწყვეტს შიმშილობას, რითაც წინასაარჩევნოდ სერიოზულ ქულებს დაიწერენ.
ჰოდა, პატივცემულო ქართული ოცნება / Georgian Dream, ახლა ცოტა ხნით მოწყდით უცნობის კიდობანს, გვერდზე გადადეთ ასავალ-დასავალის მორიგი ნომერი და მომისმინეთ მე, ადამიანს, რომელიც ყველა თქვენგანზე ბევრად უკეთ იცნობს მიხეილ სააკაშვილს და რომელსაც ასე წელი არ უნდა მისი ხელისუფლებაში მობრუნება: არ შეწყვეტს ის კაცი შიმშილობას ამ თქვენი გოიმური დაშანტაჟებით, არ შე-წყვეტს! არა!
გესმით, გეყურებათ? ჰოდა სანამ დროა აზრზე მოდით, ხიდზე გადით, თორემ მერე გვიან იქნება თითზე კბენანი. - წერს დავით ზურაბიშვილი.





მსგავსი სიახლეები