25-10-2021, 00:30
3 189

"ვინ ეკითხება პრემიერ-მინისტრს სად იქნება გადაყვანილი და როგორ იქნება სამედიცინო დახმარება აღმოჩენილი საქართველოს პრეზიდენტისთვის?!" - ხატია დეკანოძე

"ვინ ეკითხება პრემიერ-მინისტრს სად იქნება გადაყვანილი და როგორ იქნება სამედიცინო დახმარება აღმოჩენილი საქართველოს პრეზიდენტისთვის?!" - ხატია დეკანოძე


"ვინ ეკითხება საქართველოს პრემიერმინისტრს სად იქნება გადაყვანილი და როგორ იქნება სამედიცინო დახმარება აღმოჩენილი საქართველოს პრეზიდენტისთვის?!" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას განაცხადა.

დეკანოიძემ ამავე საკითხის კომენტარისას განაცხადა, რომ - "ეს არის, რეალურად, ექიმების გადასაწყვეტი."

"სუფთა სამართლებრივად რომ მივუდგეთ, ვინ ეკითხება საქართველოს პრემიერმინისტრს სად იქნება გადაყვანილი და როგორ იქნება სამედიცინო დახმარება აღმოჩენილი საქართველოს პრეზიდენტისთვის?! არავინ. ეს არის, რეალურად, ექიმების გადასაწყვეტი და გადასაწყვეტი პირადი ექიმის, რომელსაც ენდობა საქართველოს პრეზიდენტი”,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტი გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადასვლაზე უარს აცხადებს.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის აპარატმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 2021 წლის 24 ოქტომბერს ომბუდსმენის რწმუნებულებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მიღებისთვის N18 დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმეს. უწყების ცნობით, დაწესებულების ინფრასტრუქტურა არ შეესაბამება რეკომენდაციებს და არის უსაფრთხოების რისკებიც.

 






მსგავსი სიახლეები