24-10-2021, 23:15
1 532

"დავუშვათ, მოხვედით ხელისუფლებაში, ასეთი აგრესიით მოსულები, როგორ აპირებთ ქვეყნის მართვას, ცეცხლით და მახვილით?" - ამირან სალუქვაძე

"დავუშვათ, მოხვედით ხელისუფლებაში, ასეთი აგრესიით მოსულები, როგორ აპირებთ ქვეყნის მართვას, ცეცხლით და მახვილით?" - ამირან სალუქვაძე


"დავუშვათ, პირობითად, მოხვედით ხელისუფლებაში, ასეთი აგრესიით მოსულები, როგორ აპირებთ ქვეყნის მართვას, ცეცხლით და მახვილით?" - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

gtmedia.ge ამირან სალუქვაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

"ხშირად ატრიალებენ ნაცმოძრაობის ლიდერთა განცხადებებს, რომ დაშვებული შეცდომებისთვის, როგორც თავად უწოდებენ სისტემურ თუ ორგანიზებულ დანაშაულებს, მათ გადაიხადეს პოლიტიკური ფასი.

მოდით შევაფასოთ ეს გამონათქვამი. ჯერ ერთი, პოლიტიკური ფასი თქვენ არ გადაგიხდიათ, ხალხმა გამოგიტანათ პოლიტიკური განაჩენი. ეს სხვადასხვაა.

პოლიტიკური ფასის გადახდა ნიშნავს პოლიტიკის დატოვებას. თქვენ ებღაუჭებით. განახლებისკენ მოგიწოდებდით და ახალი წევრები თქვენზე მეტად აგრესიუელები შემოგყავთ.

მეორე, როცა ამბობთ პოლიტიკური ფასი გადავიხადეთო, ე.ი. რაღაცისთვის გადაიხსდეთ, ხომ? რისთვის გადაიხადეთ? დღეს ყველა დანაშაულს თუ შეცდომას უარყოფთ.

მეტიც, არათუ არ აღიარებთ, უარეს აგრესიაზე ხართ თქვენ, თქვენი მედიები, თქვენი მომხრეები, თქვენი ტროლები...იმუქრებით, წერთ შავ სიებს... დავუშვათ, პირობითად, მოხვედით ხელისუფლებაში, ასეთი აგრესიით მოსულები, როგორ აპირებთ ქვეყნის მართვას, ცეცხლით და მახვილით? ჰოდა, რაც მეტი აგრესია იქნება თქვენგან, მეტ წინააღმდეგობას მიიღებთ," - წერს ამირან სალუქვაძე.




მსგავსი სიახლეები