24-10-2021, 22:18
391

"ჩემი სიცოცხლე თქვენ გეკუთვნით!" - მეიხეილ სააკაშვილი მხრდამჭერებს მიმართავს

"ჩემი სიცოცხლე თქვენ გეკუთვნით!" - მეიხეილ სააკაშვილი მხრდამჭერებს მიმართავს


საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქ" გვერდზე მორიგი მიმართვა ვრცელდება, რომლითაც ის მხარდამჭერებს მიმართავს.

ამასთან, ექსპრეზიდენტი აღნიშნულ მიმართვაში მის ამომრჩევლებს 30 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

"ჩემო საყვარელო სამეგრელო, როგორი მადლიერი ვარ თქვენი სიმამაცით, სიტყვებით მიჭირს გადმოვცე... როდესაც თქვენ შემართებას ვუყურებ, გული სიამაყით მევსება და ძალას მმატებს...

ჩემო საყვარელო ბათუმელებო, მადლობა დიდი სიყვარულისთვის, თანადგომისთვის და სოლიდარობისთვის...

მინდა ყველას უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. მე აქ დავბრუნდი თქვენთან ერთად გამარჯვებისთვის და ,როდესაც,დღეს, ჩემს საპყრობილესთან თქვენს შემართებას ვხედავდი, მხოლოდ ერთ რამეს ვნატრობდი -მინდა მალე ყველას პირადად გადაგიხადოთ მადლობა.

აუცილებელია 30 ოქტომბერს ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, გამოვხატოთ ჩვენი ნება და დავიცვათ უბნები. გამარჯვება სულ ახლოსაა, ჩემი სიცოცხლე თქვენ გეკუთვნით და მჯერა, ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას," - ნათქვამია ექსპრეზიდენტის "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოკტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში 24-დღეა რაც შიმშილობს.




მსგავსი სიახლეები