24-10-2021, 20:13
1 704

"არ დაგიმალავთ, გული მწყდება, "ნაცმოძრაობის" მცირე ნაწილი რომ ამბობს, არჩევნებს აზრი არ აქვსო" - რას აცხადებს ნიკა მელია

"არ დაგიმალავთ, გული მწყდება, "ნაცმოძრაობის" მცირე ნაწილი რომ ამბობს, არჩევნებს აზრი არ აქვსო" - რას აცხადებს ნიკა მელია


"ნაციონალური მოძრაობს" თავჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა,  ნიკა მელიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი პატიმრობიდან აუცილებლად გათავისუფლდება. 

მისივე თქმით, დღეს, ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული არჩევნებში მონაწილეობა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

"არ დაგიმალავთ, გული მწყდება, "ნაციონალური მოძრაობის" მცირე ნაწილი ამბობს, რომ არჩევნებს აზრი არ აქვსო, არჩევნებში მონაწილეობას რა მნიშვნელობა აქვსო და ამავე დროს საუბრობს სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებაზე. პირდაპირ გეუბნებით, რომ ერთი მეორესთან მჭიდროდ არის დაკავშირებული," - განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თავჯდოამრემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის თვაისუფლება ქვეყნის მომავალს სჭირდება.

"ზრუნვა სააკაშვილს კი არ სჭირდება როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, თუკი რამეს სჭირდება ზრუნვა ამ ქვეყნის მომავალს და ღირსების შენარჩუნებას. მიხეილ სააკაშვილი იყო თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ამშენებელი, რომლის მმართველობის პირობებში მოდერნიზდა სახელმწიფო. სანამ სააკაშვილი რეჟიმს ციხეში ჰყავს დატყვევებული, თითოეული საქართველოს ღირსება შენარჩუნებული მოქალაქის ვალია არის, რომ ეს ყველაფერი აღარ გრძელდებოდეს და სააკაშვილი იყოს თავისუფალი. ეს სჭირდება ქვეყნის მომავალს და განვითარებას. სააკაშვილმა განგებ გადადგდა ის ნაბიჯი, რომელიც გადადგა. რომ არა გულანთებული ქართველი, რომ არა ის ამოცანები, რომელიც ასი ათასობით საქართველოს მოქალაქეს აქვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანა იხილოს დიდი ევროპული ოჯახის რიგებში, სააკაშვილი ამ ნაბიჯს არ გადადგამდა", - განაცხადა მელიამ.





მსგავსი სიახლეები