24-10-2021, 20:05
247

"რატომ დადის გაცეცხლებული ღარიბაშვილი ქალაქიდან ქალაქში და რატომ გვწყევლის დანარჩენ საქართველოს?" - ნიკა მელია

"რატომ დადის გაცეცხლებული ღარიბაშვილი ქალაქიდან ქალაქში და რატომ გვწყევლის დანარჩენ საქართველოს?" - ნიკა მელია


"რატომ დადის გაცეცხლებული ბატონი ღარიბაშვილი ქალაქიდან ქალაქში ყოველდღე და რატომ გვწყევლის დანარჩენ საქართველოს?" - აღნიშნული განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე გააკეთა.

ამასთან, როგორც ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადადა, მოქედი ხელისუფლება კოალიციური ერთობით დამარცხდება.

"იმიტომ, რომ ის არის კარგად ინფორმირებული, გამორიცხულია 30 ოქტომბერს, თუკი ჩვენ ძალიან მყარად და მაგრად დავდგებით, ისევე, როგორიც ვიყავით და ვართ მთელი ამ წლების განმავლობაში, გამარჯვებას ვერანაირი ხრიკებით ვერ მოიპოვებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოპოზიცია, როგორც არასდროს არის გაერთიანებული.

შეგახსენებთ, არ არის აუცილებელი ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერს მზე და მთვარე ამოგვდიოდეს სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებზე და პირიქით, მაგრამ ტრადიციულად, ყოველთვის ხელისუფლება დამარცხებულა კოალიციური ერთობით და ჩვენ ეს შევძელით თბილისში, რუსთავში, თელავში, ბათუმში, სხვაგან და სხვაგან.

ჩვენ თუ იმის გარკვევას დავიწყებთ, ვინ მოგვწონს და ვინ არ მოგვწონს, პირდაპირ გეუბნებით, სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილი დიდი ხანი იქნება ამ რეჟიმის მსხვერპლი და მრავალი ჩვენგანი იქნება იმიტომ, რომ ეს არის რეჟიმი და რეჟიმს ამარცხებს მხოლოდ და მხოლოდ ერთობა, გულანთებულობა, პატრიოტიზმი და არა წუწუნი. არა იმის თქმა, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს," - განაცხადა მელიამ.  




მსგავსი სიახლეები