14-10-2021, 00:35
5 419

"ეს თრილერიც არ არის! - განრისხებული ვარ იმის გამო, რომ კიდევ ვიღაცას აქვს უფლება, გამოვიდეს და ეს მტარვალი დაიცვას" - ქეთი დოლიძე

"ეს თრილერიც არ არის! - განრისხებული ვარ იმის გამო, რომ კიდევ ვიღაცას აქვს უფლება, გამოვიდეს და ეს მტარვალი დაიცვას" - ქეთი დოლიძე

კინორეჟისორმა, ქეთი დოლიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა, რომ ის იმ ადამიანებზეა განრისხებული, რომლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს იცავენ.

"განრისხებული ვარ იმის გამო, რომ კიდევ ვიღაცას აქვს უფლება, სინდისი, ნამუსი გამოვიდეს და ეს მტარვალი დაიცვას. მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი მტარვალია. მე ვინ მეკითხება, მაგრამ წესით ის ისეთ ციხეში უნდა იჯდეს, როგორშიც ამყოფებდა ათასობით და ასი ათასობით ადამიანს და ზუსტად ის პირობები უნდა გაიაროს," - განაცხადა დოლიძემ.

ამასთან, როგორც რეჟისორმა გადაცემაში საუბრისას დასძინა, ცინიზმია, ის რომ თურმე ექსპრეზიდენტს ლეიბი არ მოსწონს. მისივე თქმით, დადგა დრო, რომ ვიღაცამ რაღაცზე აგოს პასუხი.

"დაცინვად მეჩვენება: თაფლი მიუტანეთ. ლეიბი არ მოსწონს. ტელევიზორი არა აქვს. ეს ისეთი ცინიზმია. ამ ამბავს გარედან ვუყურებ, როგორც რეჟისორი და ეს თრილერიც არ არის, ეს არის რაღაც საშინელება. რას ნიშნავს ეს, რომ დამნაშავე არ დაისაჯოს. დაუსჯელობის სინდრომის გამო წამოყვეს მათ თავი და ისევ ყელყელაობენ, მიტინგებს აწყობენ. კაცი, რომელიც ზუგდიდის მერობას აპირებს და ამბობს, არ ვიცი ტრაური მე, პრეზიდენტი შიმშილობსო, ამაზე მეტი გადაგვარება შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა“, - განაცხადა ქეთი დოლიძემ.





მსგავსი სიახლეები