14-10-2021, 00:20
175

"გადაწყვიტა, მორალურ ბრძოლაში მაინც აჯობოს ივანიშვილს, ან ცოცხალმა, ან მკვდარმა" - რას წერს ბაია პატარაია

"გადაწყვიტა, მორალურ ბრძოლაში მაინც აჯობოს ივანიშვილს, ან ცოცხალმა, ან მკვდარმა" - რას წერს ბაია პატარაია

არასამთავრობო ორგანიზაციის "საფარის" დამფუძნებელი და უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას აქვეყნებს.

პატარაია "ფეისბუქ" პოსტში საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე წერს და ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი შიმშილით საკუთარ სიცოცხლეს, ანუ ყველაზე ღირებულს, რაც ახლა მას გააჩნია, სასწორზე დებს.

უფლებადამცველი მიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ მორალურ ბრძოლაში მაინც აჯობოს ბიძინა ივანიშვილს, ან ცოცხალმა, ან მკვდარმა.

"წეღან "ფორმულას" ვუყურებდი და ლაშა ბუღაძემ თქვა სააკაშვილზე, მისი სისუსტე მისი სიძლიერეაო, და ამით  ახსნა სააკაშვილის შიმშილი პატიმრობაში. ბევრი კითხულობს, რატომ შიმშილობს მიშა, რა უნდა? რა არის მისი მოთხოვნა? რადგან მიშას მოთხოვნა ასე ზუსტად არ მოგვისმენია. თუ გამოშვებას ითხოვს, არც შეებრალებათ და არც გამოუშვებენ. ნამდვილად არ შეებრალმება ბიძინას მიშა და ეგებ სულით და გულითაც კი უნდა მისი სიკვდილი, მაგრამ... და აქ დიდი მაგრამია... რომელ ჭკუათმყოფელს ენდომება მისივე დატუსაღებული, აშკარად პოლიტიკური პატიმარი - მესამე პრეზიდენტი ხელში ჩააკვდეს?! ეს ამბავი ხომ მიშასაც სცდება და ბიძინასაც - ეს საქართველოს ისტორიაა. ერთი პრეზიდენტი ხომ მოგვიკვდა ასე გაუგებრად და დევნილობაში, ის ვერ მოგვინელებია ჯერ. ახლა რომ იგივე განმეორდეს, ერის ტრავმა იქნება, (მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მაკრიტიკებელი და მოძულე ყავს მიშას). პრეზიდენტის ასეთი სიკვდილი არც ისტორიულად და არც ფსიქოლოგიურად არ უნდა საქართველოს - ეს ცალსახაა.

მოდი მივუბრუნდეთ შიმშილს. მიშას შიმშილი ჩვეულებრივი არ აღმოჩნდა, მას თურმე სისხლის ისეთი დაავადება აქვს, რომელიც შეუთავსებელია ხანგრძლივ შიმშილობასთან. ჩვეულებრივი, ჯანმრთელი ადამიანი რასაც იშიმშილებს, იმას ვერ გაუძლებს სააკაშვილის ფიზიკური სხეული. აბა, რატომ შიმშილობს? ბევრი ბრაზობს კიდეც, არ უნდათ რა საქართველოში კიდევ ერთი პრეზიდენტის საშინელი სიკვდილი. სააკაშვილი კი იმიტომ შიმშილობს, რომ სხვა არაფერი დარჩენია: მიშას იმდენი ხანი ეძახეს მშიშარა და მატყუარა, რომ მისი უბრალო პატიმრობა და მერე თუნდაც უკრაინისთვის გადაცემა, იქნებოდა სააკაშვილის მორალური გატეხვა და მარცხი. ბიძინა სააკაშვილსაც ისე დაღეჭავდა და გადმოაფრთხებდა, როგორც ეს გაუკეთა ყველა პოლიტიკოსს საქართველოში, საკუთარსაც და სხვისასაც. ის არავის ინდობს, მას არ სჭირდება ძლიერი ადამინი გვერდით. ყველა პოლიტიკოსს ღეჭავს, ყველას აფურთხებს, და პირველ რიგში საკუთარს, ჩუგოშვილიდან დაწყებული კობახიძით დამთავრებული. ესეც თქვენი პასუხი შიმშილობაზე. მიშა შიმშილობს და საკუთარ სიცოცხლეს, ანუ ყველაზე ღირებულს, რაც ახლა მას გააჩნია, დებს სასწორზე. მან გადაწყვიტა, რომ მორალურ ბრძოლაში მაინც აჯობოს ბიძინა ივანიშვილს, ან ცოცხალმა, ან მკვდარმა. მართალია, ბიძინამ მიშაც მაგრად დაღეჭა, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ გადმოაფურთხა და აქ და ახლა ყელში ყავს გაჩხერილი ფხასავით. სწორედ ამიტომ და მხოლოდ ამიტომ შიმშილობს სააკაშვილი. მე მესმის მისი, ამავდროულად მე საქართველოს მხარეს ვარ, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ სჭირდება კიდევ ერთი პოლიტიკურ დევნილობაში მკვდარი პრეზიდენტი, ისევ მსხვერპლი, ისევ უსამართლობა.

პ.ს. მე არ ვიცი, ხვალ აქციაზე წახვალთ თუ არა, მაგრამ სადაც აუცილებლად უნდა წახვიდეთ - ეს არჩევნებია. დროა ქართველმა ერმა სილა გააწნას ამ ბოროტ ოლიგარქს, რომელიც კიბოსავით გაიზარდა და მოგვედო მთელ ქვეყანას. ჩვენ ეს კიბო უნდა დავამარცხოთ. და მე პირადად ვაპირებ ვიბრძოლო ბოლომდე, და იცოდეს საცოდავმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ მე არ ვარ ერთი და მე არ ვარ მარტო და ჩემნაირებს გადამწყვეტი ბრძოლა ჯერ არც კი დაგვიწყია. საქართველოს ბიძინა ივანიშვილს ჩვენ არ დავუთმობთ!" - წერს ბაია პატარაია.

ინფორმაციისთვის, მწერალმა, ლაშა ბუღაძემ ტელეკომპანია "ფორმუალას" ეთერში განაცხადა, რომ - "ფიზიკურად განადგურებაზე მიდის ადამიანი იმ რწმენით, რომ ივანიშვილი მას მორალურად ვერ გატეხავს."




მსგავსი სიახლეები