13-10-2021, 23:56
878

"რა ჭკუა? კაცმა თავზე ჩამოილეწა პარტია!" - ჩარკვიანი გიგა ბოკერიაზე

"რა ჭკუა? კაცმა თავზე ჩამოილეწა პარტია!" - ჩარკვიანი გიგა ბოკერიაზე

პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა "ღამის კურიერში" სტუმრობისას ის ოპოზიციურ პარტიები გააკრიტიკა, რომლებიც აცხადებენ, რომ 14 ოქტომბერს დაგეგმილ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ენმ-ს მიერ ორგანიზებულ აქციას არ უერთდებიან.

მისივე განმარტებით, ეს გადაწყვეტილება უბრალო სიბეცეა და მას პოლიტიკურ სტრატეგიასთან კავშირი არ აქვს. 

ამასთან, ჩარკვიანმა გადაცემაში "ევროპული საქართველოს" ლიდერი გააკრიტიკა და განაცახდა, რომ - გიგა ბოკერია არ თმობს პირველობას ღალატის ხარისხში.

"სიბეცეა ჩვეულებრივი, რა მოხდა მერე? იმიტომ არიან განულებულები

რატომ ფიქრობთ, რომ განსაკუთრებით დიდი პოლიტიკური სტრატეგიულობით გამოირჩევიან, რაში ატყობთ?! ავიღოთ ბოკერია, სულ მესმოდა მითი მის შესახებ და რამდენჯერმე ჩავავლე, რომ მითია, თითქოს რაღაც ჭკუა აქვს, რა ჭკუა, კაცმა იარა, იარა, იარა, უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, მერე თავზე ჩამოილეწა პარტია ვიღაცის ჯიბრით, ახლა განულებულია, რაღაც 1% აქვს, აბა მითხარით, ჭკუა სად არის?! რომ ამბობენ, 30 წელია პოლიტიკაში ვართო, მერე 30 წელიწადია კარგად ვართ? ე.ი. არ არის დიდი ჭკუა ამათი, თუ 30 წელია წუმპეში ვართ. 

ერთი იყო და მესამე ძალა დაირქვა, გული მწყდება გიორგიზე ძალიან. ალეკო ელისაშვილი რა თემაა პოლიტიკაში, გულწრფელად მინდა, რომ ღალატის უმაღლესი ხარისხის მქონე ბოკერიამ ილაპარაკოს მაინც, ვიდრე ელისაშვილმა. ამ დროს, პირველობას არ თმობს ბოკერია ღალატის ხარისხში - სადღაც ხომ უნდა იყოს პირველი და აქ ნამდვილად პირველია,"-განაცხადა ჩარკვიანმა






მსგავსი სიახლეები