13-10-2021, 23:29
142

"ნუ ეძებენ ბნელ ოთახში კატას, ამ ოთახში ეს კატა არ არის, ნურავინ თავს ნუ იმართლებს" - დავით კირკიტაძე

"ნუ ეძებენ ბნელ ოთახში კატას, ამ ოთახში ეს კატა არ არის, ნურავინ თავს ნუ იმართლებს" - დავით კირკიტაძე

"ნაციონალური მძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში 14 ოქტომბერს დაგეგმილი აქციის დეტალებზე საუბრისას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლებიც აცხადებენ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობას" მათთან კონსულტაციები არ ჰქონია და აქციებს ამიტომ არ უერთდებიან.

მისვე განმარტებით, კონსულტაციები საჭირო არაა, რადგან იმაზე მეტი, რაც საჯაროდაა ცნობილი, 14 ოქტომბრისთვის არაფერი იგეგმება.

"ჩვენთვის მთავარია და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას აქვს სწორი ინფორმაცია ჩვენ რასაც ვაპირებთ. საზოგადოებას, რომელიც იქნება წარმოდგენილი თავისუფლების მოედანზე. მათ იციან, რომ ჩვენ ვაპირებთ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გამართვას მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის მოთხოვნით.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი ადამიანის, ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაციის მონაწილეობა. იმის მეტი და იმის იქით, რასაც მე ახლა ვამბობ არაფერი არ არის, ბუნებრივია, ნუ ეძებენ ბნელ ოთახში კატას, ამ ოთახში ეს კატა არ არის და ნურც ნურავინ იტყვის და თავს ნუ იმართლებს იმით, რომ რაღაც არ იციან და დაუპატიჟებლად ვერ მივლენ - მათი ნებაა და მათი გადასაწყვეტია“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.





მსგავსი სიახლეები