13-10-2021, 23:24
180

"გახარია "ნაცმოძრაობასთან" მოლაპარაკებას ვერ გაბედავს - მამუკა მდინარაძე

"გახარია "ნაცმოძრაობასთან" მოლაპარაკებას ვერ გაბედავს - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცახდებით, გიორგი გახარია "ნაციონალურ მოძრაობასთან" მოლაპარაკებას ვერ გაბედავს. 

მდინარაძემ "ღამის კურიერში" საუბრისას თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურში ენმ-სა და პარტია "საქართველოსთვის" კოჰაბიტაციას გამორიცხავს. 

"გიორგი გახარია "ნაციონალურ მოძრაობასთან" მოლაპარაკებას ვერ გაბედავს. რადგან, როგორც კი ის "ნაცმოძრაობასთან" შევა მოლაპარაკებაში, მისი მხარდამჭერებიდან, უკვე მხარს ერთი ადამიანიც კი აღარ დაუჭერს. იმ ხალხმა ზუსტად იცის ვის უნდა დაუჭიროს მხარი მეორე ტურში. ჩვენ ყველას ამომრჩევლებს პატივს ვცემთ, ობიექტურად რომ ვთქვათ, ამომრჩევლის პასუხისმგებლობა არის მის ხმასთან მიმართებით,"- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.




მსგავსი სიახლეები